SHARE
7 წლის გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­მაც პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად მუც­ლის არე­ში ზე­და­პი­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, სტა­ბი­ლუ­რია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რო­გორც რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, გო­გო­ნას მუც­ლის ზე­და­პი­რი­დან პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღის, ე.წ. კის­ტის თო­ფის ტყვია ამო­უ­ღეს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ორი დღის წინ, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. 7 წლის გო­გო­ნა ეზო­ში სა­ქა­ნე­ლა­ზე იჯდა, რო­დე­საც მას დე­დამ სხე­ულ­ზე სის­ხლი შე­ამ­ჩნია. რა დროს ან ვინ გა­ის­რო­ლა გო­გო­ნას მი­მარ­თუ­ლე­ბით, უც­ნო­ბია.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნუსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვმა სა­ქა­ნე­ლა­ზე ქა­ნა­ო­ბი­სას მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ბავ­შვს ზე­და­პი­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს.

loading...

MSHOBLEBI.GE

loading...

Comments on Facebook