SHARE

არ ვიცი წერა საიდან უნდა დავიწყო, ისიც კი არ ვიცი უნდა ვწერდე თუ არა ამას და ამ ჩვენს დამძიმებულ გულებს უფრო მეტად ვამძიმებდე, კიდევ ერთი ცუდი, მძიმე, აუტანელი და ტკივილიანი ისტორიის მოსასმენად გაგწიროთ! მაგრამ რომ არ ვთქვა, რომ არ მოვყვე, რომ არ გავაოროტესტო არ შემიძლია!

ჩვიგუბოთ პირში წყალი და ვიყოთ ასე?! არა ჩემო კარგებო!!! მე ამ წერილით ჩვენს მთავრობას მივმართავს! ახლანდელსაც, მომავალსაც, ძველსაც!!!! იმ კაცებსაც მინდა მივმართო ცოლები რომ საშოვარზე ყავთ და მის გამოგზავნილ ფულებს არაფრად აგდებენ!!! თქვენ, როგორ შეგიძლიათ მშვიდად გეძინოთ!!!

loading...

დედა, რომელსაც გული ეწურება, რომელსაც ალბათ წამები საუკუნეებად ეჩვენება, რომლისთვისაც დრო გაჩერდა, გაიყინა, გაქვავდა! დედა, რომელმაც ერთი წლის წინ თავისი 4 თვის პატარა დატოვა იმისთვის რომ შიმშილით არ მოკვდენოდა, იმისთვის რომ პამპერსი ეყიდა, საჭმელი ეყიდა, ოჯახი ერჩინა! ვინ იცის, რას გრძნობდა მაშინ, როცა წასვლის წინ შვილის პატარა ხელები მთელი ძალით ებღაუჭებოდა დედას!! ვაი მის ქმარს, რომელმაც შეიძლება ეს წერილი წაიკითხოს და თავი უფრო მეტად დამნაშავედ იგრძნოს! ვაი მას, რომ სინდისი ვერასდროს მოასვენებს! ვაი მას ვინც ჩვენი საქმე ასე მოაქცია!!!

რამდენიმე დღის წინ, ეს პატარა, დედისგან სიმწრით დატოვებული, იმ დედისგან, რომელსაც ღამეები არ ეძინა ალბათ, რომელსაც შვილის მონატრება კლავდა, ავარიაში მოყვა ბებიასთან და მამასთან ერთად, არავინ დაშავებულა პატარას გარდა, რომელსაც ეძინა და ვერც კი მოასწრო გააზრება რა მოხდა მის თავს, როდის მიატოვა დედამ და ბედისწერამ! პატარას მდგომარეობა ძალიან მძიმეა და კაცმა არ იცის გადარჩება თუ არა, ეს ამბავი დედას ვერ დაუმალეს ვინ იცის რა იგრძნო მაშინ, როცა გაიგო, რას გრძნობს ახლა როცა თავის შვილთან მოდის და არ იცის ჩამოუსწრებს თუ არა!

და თქვვენ,ხელისუფლებაში მყოფო ღორებო, რომლებიც მარტო თქვენ თავზე ფიქრობთ, სკამები და პრემიები ვერ გაგიყვიათ, ერთმანეთის ჭამის მეტს რომ არაფერს აკეთებთ!!! გაახილეთ თვალები! ქვეყანა თავზე გემხობათ, რა დღეშია თქვენი ხალხი, ქართველი ხალხი!!!! გაახილეთ თვალები, გაიხედეთ თქვენი პრემიების იქეთ და შეხედავთ რომ ხალხი ჯოჯოხეთშია!

ჯანდაბაში წასულა ასეთი სახელმწიფო თავისი ხალხისთვის რომ ვერ მიუხედავს! ჯანდაბაში წასულა თქვენი ნატო და ევროპა, როცა ოჯახი ოჯახს არ გავს, შვილი უდედოდ იზრდება! კაცი ცოლის ხარჯზე ყვერებში მახათს იყრის! ჯანდაბაში წასულა ესეთი გამათხოვრებული საქართველო!

პატივისცემით მარინა ჯ.

ქუთაისიდან!

 

loading...

Comments on Facebook