SHARE

ტკივილებზე  ერთს  დაილაპარაკებ და წუწუნებო!

არადა

loading...

რომ არ ილაპარაკო შეიძლება გასკდეს ეს სასიკვდილე გული,

იმ მიწასავით გასკდეს, ზოგჯერ ფეხქვეშ რომ გამოგვეცლება

და ყველა იმედს თან წაიყოლებს!

გაგეჩხირება ყელში რაღაც, ბურთივით

და დაგახრჩობს რომ არ გადმოაფურთხო!

ტკივილებზე ლაპარაკი წუწუნი არაა,

დაცლაა, ემოციებისგან დაცლა,

რომლებიც შიგნიდან დუღს და სულის ყველა წერტილს წვავს

მისგან წამოსული ცხელი ორთქლი…

ასეა, ეს

და ყოველთვის ასე იყო,

სხვების ტკივილებს ვერ გრძნობენ ადამიანები,

სამაგიეროდ უნდათ მათი ტკივილები იგრძნონ სხვებმა,

ხოდა ასე წრეზე დავდივართ ერთმანეთით და თითქოს მაინც ერთმანეთის გარეშე…

პარადოქსია-გიყვარდეს წვიმა და ქოლგით გახვიდე წვიმაში!

ასეა თავდასაცავად ყოველთვის ვშლით ქოლგებს, რომ სხვისმა პრობლემებმა არ დაგვასველოს…

ისეთი დღეებიც არის, თვალებს რომ დახუჭავ და ოცნებებიი აგითამაშდებიან,

 

თავს ტრიალ მინდორზე წარმოიდგენ და ხელებს შლი რომ ფრენა შეძლო,

მერე მიფრინავ,

ძალიან შორს მიფრინავ!

მზეს გინდა მისწვდე და ჰოპ,

თვალის გახელისას  სახით ენარცხები ბასრ რეალობას და მერე მზის სხივები ნაპერწკლებივით გადმოიყრებიან შენი თვალებიდან!…

და მერე,

საკუთარ თავში დაკარგვა სჯობს საკუთარი თავის დაკარგვას,

დაკარგულ თავს ვეღარ იპოვნი,

საკუთარ  თავში კი ყოველთვისაა გზა, რომ იპოვნო!

 

ისევ ვაგრძელებ წერას, უმისამართოდ…..

 

loading...

Comments on Facebook