SHARE

“ცოტა ხნის წინ ძველმა ნაცნობმა მიამბო, რომ თბილისში ერთი რუსი გოგონა გაიცნო და ძალიან დამეგობრდნენ. მითხრა, თანდათან ნდობაში შემოვიდა, მოგვიანებით კი გამომიცხადა, რომ “პრავადნიცააო”. როცა ჩემი ნაცნობი მისი საქმიანობით დაინტერესდა, უთქვამს, რომ ნარკოტურიზმში იყო ჩართული და თბილისის ელიტაში გარევა უნდოდა”, – განაცხადა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ბლოგერმა მანჩო გიორგობიანმა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ვინ არიან “პრავადნიცები” და როგორ იკიდებს ფეხს ნარკოტურიზმი საქართველოში?

– ნარკოტურის მესვეურები წინასწარ სწავლობენ სტუმრის ფსიქოლოგიას (ინტერნეტით ეკონტაქტებიან). ნარკოტურის

loading...

ორგანიზატორები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გიდს ახვედრებენ. ჩამოსულები წინასწარ უკვეთენ ნარკოტიკს და გიდმა იცის, რითაც უნდა “გაუმასპინძლდეს”. ხვდება აეროპორტში, მიჰყავს, აბინავებს. გიდს წინასწარ აქვს დაგეგმილი სად წავლენ, კლუბურ მუსიკას მოუსმენენ თუ ოპერას… “პრავადნიცამ” დამკვეთის ფსიქოლოგია იმიტომ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიაღებინოს და ბევრიც დაახარჯვინოს. მასაც

ასევე დაგაინტერესებთ სტუმარი იმ კლუბში მიჰყავს, სადაც კლუბური ნარკოტიკია. თუ ვინიცობაა ცუდად გახდა, გიდმა იცის, როგორ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ერთი სიტყვით, სტუმრის სიცოცხლის დაცვა და მაქსიმალური კაიფი ევალება, ტურისტიც მშვიდადაა და ენდობა გამცილებელს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის ხელში არაფერი ემუქრება.
 

– დამკვეთები, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან არიან? 
– ჩამოდიან ბიზნესმენები, მთელი წელი გადაღლილები რომ არიან, განტვირთვა უნდათ. მათ საქართველოში წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი.
ტურისტებს მოსწონთ საქართველო, ამასთან, კანონი ლიბერალურია და მათ წამლის მოხმარებაზე აქ არავინ დაიჭერს, გამსაღებლებიც დიდ ფულს შოულობენ…

დამკვეთები, ძირითადად, რუსები და უკრაინელები არიან. ისინი ნაცნობების მეშვეობით, სოციალური ქსელებით იგებენ ნარკოტურიზმის შესახებ ან გადმოცემით იციან მათგან, ვინც უკვე ნამყოფია ამ ტურში. რუსეთში კარგა ხანია არსებობს ასეთი ჯგუფები, აზიურ ქვეყნებშიც, სადაც ბევრია ნარკოტიკული საშუალება.


– “ბოსი” ცხადია არსად ჩანს…

– რა თქმა უნდა. როგორც ჩემმა ნაცნობმა მითხრა, მან სამი რუსი “პრავადნიცას” შესახებ იცის, რომლებიც თბილისში ხვდებიან ტურისტებს და დიდ ფულსაც შოულობენ.

– ქართველი ნარკოგიდებიც არიან?

– მეც ეგ ვკითხე, მიპასუხა, ალბათ, არიან ქართველებიც, მე მხოლოდ რუსების შესახებ ვიცი, რომლებმაც მოკლე დროში ისეთი დიდი ფული იშოვეს, რომ თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბინები იყიდესო.

იხილეთ გაზეთ “კვირის პალიტრაში” ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ნანა ფიცხელაური

loading...

Comments on Facebook