SHARE

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი მარიამ შელეგია სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ უნდა გვეამაყებოდეს ქართველობა: 

,,ყველას, ვისაც ეამაყება, რომ ქართველია!!! წადით და სხვებსაც მოუყევით!!!

loading...

1.მსოფლიოში 5000-მდე ერია და 200-მდე სახელმწიფო. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ერი ვართ და სახელმწიფოც გვაქვს.
2. საქართველოში ქრისტეს კვართია.
3. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია. აქედან, ერთ-ერთი ქართულია, მეხუთე – სიძველის მიხედვით.
4. ქართული მწერლობა 15 საუკუნეს ითვლის. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს კლასიკადაა აღიარებული.
5. საქართველო – უძველეს ევროპელთა სამშობლოა, – ზეზვას და მზიას შთამომავლები!
6. საქართველო – ძაფის უძველესი სამშობლოა! დადასტურებულია, რომ 34 ათასი წლის წინათ, დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი!

7. საქართველო – ოქროს წარმოების უძველესი სამშობლოა!
8. საქართველოს მეტალურგიის სამშობლოდ მიიჩნევენ , აქ აღმოჩენილია უძველესი არტეფაქტები. ძველბერძნულ ენაში – პროტოქართველ ხალიბთა (ხალდეველ-ქალდეველთა) ტომის სახელი – „ხალიუფს” ითარგმნება, როგორც -,,რკინა”! ანუ სწორედ, პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში…
9. შესაძლებელია, საქართველო თაფლის უძველეს სამშობლოდაც აღიარონ! არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი!ეს კი, 2 ათასი წლით ძველი თაფლია, რომელიც ეგვიპტეში, თვით ტუტანხამონის სამარხშია აღმოჩენილი!
10. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წელს ,,იუნესკომ” კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა. 1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებული ,,ჩაკრულო”NASA-მ კოსმოსში,მზის სისტემაში გაიგზავნა. მსოფლიო შედვრების 25 სიმღერას შორის იყო ჩაკრულო, საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი. ოქროს დისკზე დატანილია ასევე „დედამიწის ხმები“, (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, ჭექა-ქუხილის ხმა, მისალმება 60 ენაზე და სხვ.)
11. ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართული ქორეოგრაფია მსოფლიოში საუკეთესოდაა მიჩნეული.
12. საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა. საქართველოში ექვსასამდე ყურძნის ჯიშია.საქართველოში აღმოჩენილია 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი, ყურძნის წიპწებით! გაერო-მ (იუნესკო-მ) ქართული ქვევრი და ღვინის წარმოება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!

13. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშისაა.
14.ქართული სამზარეულო აღიარებული და გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით.
15. საქართველოში 1000-ზე მეტი მინერალური წყალია.
16. საქართველოს გარდა, ძნელად დაასახელებთ ქვეყანას, სადაც უდაბნოც, ტროპიკული ტყეც , ზღვისპირეთიც და თოვლიანი მწვერვალებიც იქნება.
17. დედამიწაზე ნიადაგის 47 სახეობაა და აქედან საქართველოშია – 44
18. საქართველო მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის პირველ სამეულშია.
19.ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ “ზე ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა რეიტინგი -მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც ჯერ არ გსმენიათ(იგი შეადგინეს ცნ. მოგზაურებმა სოფი იბოტსენმა და მაქსომ ლოუვერჰორმა) ქალაქ მეროე(სუდანი) ქ. მუშჰედი (ირანი)ვეფხვების ნაკრძალი კანხა(ინდოეთი), კუნძული სოკოტრა (იემენი) კახეთის რეგიონი(საქართველო).
20, ქართული ჩურჩხელა მსოფლიო ტკბილეულთა ათეულშია ( მეშვიდე ადგილზე)
21.თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ძველი, ქართული უნივერსიტეტია ევრაზიის კონტინენტზე.
22. საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას sova.news The Top Tens-ზე დაყრდნობით აქვეყნებს. პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ. ეს რეიტინგი ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს.

23. გასულ წელს, The Top Tens-ის რეიტინგში საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მეთაურების სიის სათავეში მოხვდა. ქართველმა მეფემ ალექსანდრე მაკედონელსაც გაუსწრო.

24. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორეა, ეს მსოფლიო ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა.

25.- საქართველოში, ფლორისმკვლევარების მიერ დადგენილია 4200 სახეობა, ეს ძალიან მაღალი ციფრია.აქედან 22% ენდემია ანუ ისეთი, მარტო აქ, ამ მიწაზე რომ ხარობს.!”-წერს მარიამ შელეგია

loading...

Comments on Facebook