SHARE

„როცა ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ქრისტეს დაცვა არ შეიძლება დედის გინებით და ძალადობით, ეს ორჯერ ორი ოთხია და მე ძალადობას ვემიჯნები,“ – ასე აფასებს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, თეოდორე გიგნაძე, რუსთავი2-ზე განხორციელებულ ძალადობას.

თეოდორე გიგნაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას განცხადება მისთვის ძნელი მოსასმენი იყო.

loading...

„არსებობს ერი, როგორც ასეთი მოცემულობა, რომელსაც ძალიან გამძაფრებული აქვს, გენეტიკური მახსოვრობით, გნებავთ, დამოკიდებულება განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტესადმი და ნებისმიერი შეხება არასწორი, ამას ჩვენი ერი ფაქიზად აღიქვამს. თვითონ გამოვლინება აგრესიის ყოვლად დასაგმობი და მიუღებელია,“ – განაცხადა თეოდორე გიგნაძემ.

loading...

Comments on Facebook