SHARE

წერილის ავტორი: მადონა კისკეიძე

დიდი ხანია ვფიქრობდი მომეწერა თუ არა თქვენთვის ასე საჯაროდ ასეთი ვრცელი წერილი..როგორც იქნა გადავწყვიტე და თავშივე გიხდით ბოდიშს შეწუხებისთვის..ძალიან მინდა რომ ეს წერილი პირადად მოვიდეს თქვენამდე და გაითვალისწინოთ ის რასაც აქ დავწერ.. ვიცი გულგრილად არ დაგტოვებთ ჩემი წერილი და ოდნავ დაგაფიქრებთ..

loading...

პატ..ბიძინა ჩემთვის თქვენი სახელი სულ რაღაც 7-8 წელი იქნება რაც გახდა ცნობილი..თქვენი სახელი რომ მუდამ ტაბუ დადებული იყო და არ ასაჯაროებდით??? ეს საზოგადოებისთვის ნაცნობია..თუ რა კეთილი საქმეებიც გიკეთებიათ თურმე წლების მანძილზე…. ეხმარებოდით საქართველოს ელიტას საზოგადო მოღვაწეებს..მსახიობებს, მწერლებს და ვინ იცის კიდევ ვის აღარ..ხალხს რომლებსაც სიდუხჭირე არასოდეს უნახავთ და ეს მცირედიც კი ვერ აიტანეს რაც გამოწვეული იყო საქართველოს უმძიმესი სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობით,..ვერ აიტანეს რადგან კარგ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი და ძალიან ეძნელათ ხედავთ? არავის არაფერს ვაყვედრი..არც ისაა ჩემი საქმე ივანიშვილი თავისი ნაშრომით ვის დაეხმარება, მაგრამ შე დალოცვილო ამდენი გაუბედურებული , უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი მშიერ მწყურვალი ანგელოზი ბავშვები ქუჩაში მათხოვრად იყო და არის ამდგარი და თუ ამოდენა გული გაქვს და ამოდენა ფინანსები იმათ მაინც გაუწყვე ხელი ვინც მთელი ცხოვრება სიღატაკეში ცხოვრობს და აწვიმს და ათოვს თავზე, ვინც სიკვდილს ებრძვის და წამლის ფული არ გააჩნია,,ვინც ხეიბარია და საცოდავად არც პურის და წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავს..ააყვავე საჩხერე უამრავი სასიკეთო საქმეებიც კეთდება თურმე დღესაც თქვენის წყალობით..მაგრამ ვაი რომ უამრავი ოჯახი და ადამიანი ითხოვს შველას..იქ 4 შვილის დედა მევახშე ბანკირმა ბინიდან გამოასახლა და ქუჩაში დაუტოვა მცირეწლოვანი შვილები…..რატომ არაფერს რეაგირებს სახელმწიფო და რატომ ხუჭავს თვალს ამ ბანკების არაადამიანურ საქციელზე ???..ეს ამდენი საპროცენტო დანამატები… ეს ამდენი გაუბედურებული ხალხი..ვისი ბრძანებით ხელმძღვანელობს ბანკები ასე ფაშისტურად რომ ექცევა მოსახლეობას საინტერესოა..ერთ ერთ სოფელში სასოწარკვეთილებაში მყოფი მარტოხელა ინვალიდი რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს.ეტლში ზის და წყალი რომ დალიოს იმის საშუალებაც არ გააჩნია ჭერი თავზე ემხობა და გაუსაძლის მდგომარეობაშია..ეს შემთხვევით ინტერნეტში ვნახე ამაზე ვრცელი გადაცემაც გააკეთა საქართველოს ტელევიზიამ , რამაც სულით ხორცამდე შემძრა.. მაგრამ რა? გამოიღო რამე შედეგი?..მივიდა ვინმე და იკითხა მისი მდგომარეობა?..ინვალიდთა თავშესაფარში მაინც გაამწესეთ საცოდავი კაცი ნუთუ ეს ასე ძნელია??? რომ საცოდავად არ იყოს უპატრონოდ იმ დანგრეულ სახში?….მოკლედ ბევრ საჭირბოროტო საქმეს შევეხე და პირველი და უმთავრესი ემიგრანტების საქმე ტკბილი ლუკმასავით ბოლოში მოვიტოვე.. grin ემოცია მოგეხსენებათ 2 ათეული წელია საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 30 % ემიგრანტია..რის ფასად გვიზის ეს წლები ამაზე არაფერს ვიტყვი თავს არ შეგაწყენთ..მაგრამ ==რ ო დ ე მ დ ე ე ე ????? როდემდე გავძლოთ ასეთ არაამქვეყნიური ცხოვრებით..მერცხალიც კი ვერ ძლებს თავისი ბარტყების და ბუდის გარეშე..ჩვენ კი სანატრელი გაგვიხდა ეს ყველაფერი…ათასობით ოჯახები დაინგრა და გაუბედურდა.. შვილები დედას ვეღარ სცნობენ..დედები შვილებს..ქმრები ცოლებს , ცოლები ქმრებს და ასე გადავშენდებით ნელ ნელა ..ასე იკარგება და ისპობა სიყვარული..ცივდება კერა..საჯიშე ულამაზესი ქალბატონები რომლებმაც ერი უნდა ამრავლოს უმოწყალოდ..ქანც გაწყვეტილები , წამებაში და ნერვიულობაში სხვებს ეხმარებიან და სხვა ეროვნების გამრავლებულ და ახალ შობილ შვილებს ზრდიან იმის სანაცვლოდ თავიანთი გაზარდონ და გზაზე დააყენონ..სხვის მშობლებს სათუთად უვლიან და მათი მშობლების ცხედრებიც კი ვერ დაიტირეს..ბავშვს რომ 2 წლისას დატოვებ და სკაიპით გექნება მასთან შეხება რატომ გვიკვირს რომ ბებო უფრო მეტად უყვას ჩვენზე? ის ხომ ბებოს შვილია და არა ჩვენი უკვე? იმისთვის ხომ ვიღაც დამფინანსებელი სულიერი ადამიანი ხარ რომელსაც შენი ის სიყვარული არასოდეს არ ექნება როგორიც უნდა ჰქონდეს მშობლის? ამაზე ვინ ფიქრობს ვინ? ნუთუ საკმარისი არაა ეს დაკარგული გაუბედურებული წლები ქართველი ქალისთვის? ნუთუ არ დადგა დრო დაუბრუნდეთ ჩვენს კერას ვიდრე გვიან არ არი და ის დაუნგრეველი ოჯახები მაინც შევინარჩუნოთ რომლებიც დანგრევის პირასაააა???? გაუცხოებაა დაწყებული ოჯახებში …რაც ყველაზე საშინელებააააააა……????? ჩვენ მათ გარეშე ცხოვრებას შევეჩვიეთ..ისინი კი ჩვენს გარეშე ცხოვრებას და აწია საქმე შეგუების და შეჩვევის პროცესი ყველაზე რთული ვისაც მეუღლეები ელოდება სახლში..არ გაგიკვირდეთ ესეც თუ საჯაროდ დავწერე ..დიახ ესაა დამაფიქრებელი და საშინელება..ქართველი კაცები მხართეძოზე წამოწოლილნი რომ ელოდებიან ევროებს და მისი ცოლის საცოდავდ ნაშრომ კაპიკებს დროსტარებასა და ქალებში დახარჯავს, მიდი და მოსთხოვეთ პასუხი, მიდი და გაამტყუნე კაცი ამდენი წელი უქალოდ..არ მცხვენია არც ამის დაწერის ეს აქსიომაა და ბუნების კანონი საყვარელო ჩემო…რაკი გავბედე და დავწერე ყველაფერს ფარდას ავხდი..ყველაფერს გულახდილად მოგწერთ..ზოგმა შეიძლება დამძრახოს კიდეც..ზოგიც რეალობად აღიქვამს ჩემს მონათხრობს…ყველაზე მთავარი როგორ მავიწყდება..თემა რომელიც აღმაშფოთებელია…რამდენი ემიგრანტი გარდაიცვალა უცხო მიწაზე და ცხედრის გადასვენებაზე ამდენი მათხოვრული განცხადება სირცხვილად არ მიაჩნია საქართველოს???? თქვე დალოცვილებოოოოოოოო.. თუნდაც ის პრემია რომელიც თქვენს ჯიბეებს ამშვენებს და ასქელებს..ის რომ არ ჩაიჯიბოთ იმ გასქელებულ ბიუჯეტში და მარტო ის მაინც რომ მოახმაროთ ამ დროს გაუბედურებულ ოჯახებს არ შეიძლება?..რაში და რისსთვის ეწერება პარლამენტის ყველა წევრს ამხელა პრემია???? იმისთვის რომ უარესობისკენ მივექანებით და არაფერი სასიკეთო ხალხისთვის არ ხდება?????? ხდება და კეთდება როგორ არ კეთდება ..უმადური უნდა ვიყო ეს რომ დაუკარგო მთავრობას მაგრამ ეს ზღვაში წვეტია იმასთან რაც კეთდება…რადგან ხალხისთვის მათ საკეთილდღეოდ არაფერი არ იცვლება სიკეთისკენ…ჩვენი მთავრობა თუ ხედავს მოახლოებულ საშიშროებას რუსეთთან???? ეს რომ ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოსი ამაზე თუ დაფიქრებულხართ. ეს საშინელი პროცესები ყოველ წუთს მოსალოდნელია საქართველოში..ის ვერ გაგიანალიზებიათ რომ რუსეთს არ ეთმობი და არც დაგთმობს განა მარტო პუტინი..არც ერთი რუსეთის პრეზიდენტი..რადგან მისთვის ძვირფასი და ხელსაყრელი რელიეფი ხარ..შენ მას სჭირდები როგორც საარსებო რესურსი ევროპასა და რუსეთს შორის.. ძაფი რომელსაც არ გასწყვეტს არასოდეს…დაფიქრდით დაფიქრდით გთხოვთ და იმოქმედეთ ისე როგორც წაადგება სასიკეთოდ ჩვენს ქვეყანას…მხოლოდ ომისა და გართულებების გარეშე..ხომ ხედავთ რომ გადასაყლაპად მზად ვართ? რომ შეგვსანსლონ და დაგვიპყრონ? არ ჯობია მოლაპარაკების გზით წყნარად მშვიდად გამოიძებნოს გზა და გვქონდეს მეზობლური ურთიერთობა და დამოკიდებულება?????? ეს ყველაზე დიდი პრობლემა უნდა მოგვარდეს პირველ რიგში და არა ის რომ ევროპისკენ ვისწრაფოდეთ და გარყვნილებას ვთესავდეთ საქართველოში…დავიჯერო რომ ასეთ უმზგავსო კანონს ქართველი ვაჯკაცად ქცეული საქართველო დაუშვებს ერთსქესიანობას საქართველოში? ამაზე თვალს ვერ დახუჭავს საქართველო და ქართველი ერი.. ვ ე რ ა ა ა ა ა???? რამდენი რამ მინდა დავწერო, რამდენი რამ მაქვს გასახსენებელი ჩემო მონატრებულო…ჩემო ყველა ერისაგან განსხვავებულო ტრადიციების მატარებელო, ჩემო უთბილესო..ჩემო უწმინდესოოოოოოოო და ულამაზესო უსაყვარლესო ეროოოო..მაგრამ წყალს ვიგუბებ პირში..მოთმინების ძაფი არ გამწყვეტია ჯერ და მინდა ისეთივე საქარტველო მქონდეს როგორიც ათეულების წინ..სპეტაკი, მართალი, საამაყო და ჯიგარი ქართველებით.. და არა ის რომ დაკნინებული. გაპარტახებული და განადგურებული ვიხილო როცა დავბრუნდები..დავბრუნდე მინდა მხოლოდ შენს მიწაზე, იქ სადაც ჩემი წინაპრების საძვალე მეძახის..იქ სადაც ჩემი დაუტირებელი მშობელი დედა და მეუღლე მეძახის..იქ სადაც ჩემი ჯერ არ ნახული და ჩემს გარეშე დაბადებული და გაზრდილი შვილიშვილები მელიან და იქ სადაც სამუდამოდ უნდა გავითხარო სამარე და ჩაგეკრა გულში იმ თბილ გულში რომელსაც ვერცერთ ერს ვერ შევადარებ..შენ ხომ შეუდარებელი და ერთად ერთი ხარ იმ ერთა შორის რომელიც მხოლოდ ევროპელობით გვჯობია და მეტით არაფრით..ჩემო უთბილესო და უზომოდ მონატრებულო საქართველო….. მე სულ ვამაყობ და ვიამაყებ შენით და არ მინდა იმედები გამიცრუვდეს.. ნაცი იქნები თუ ქოცი საქართველოზე და ხალხზე იფიქრეთ..უშველეთ ერს, ვიდრე გვიან არ არი და ვიდრე უფსკრულში არ გადავჩეხილვართ..აღარაფერს ვამბობ, გალოთებულ,განარკომანებულ, გაუკუღმართებულ ხალხზე და ახალგაზრდობაზე…. ==ჩემი უდიდესი თხოვნაა???? ბატონო ბიძინა!!!! რა კი ჩაუდექით სათავეში საქართველოს, არ გაუცრუოთ იმედები ხალხს და ბოლომდე იტვირთოთ ის ტვირთი რასაც ბედკრული საქართველო ჰქვია..არ მინდა აუგად მოგიხსენიოს კაცმა, ის ადამიანი, ვინც ამდენ სიკეთესს სთესს საქართველოში და ვისაც მართლა რომ შესტკივა გული საქართველოზე….ნუ დაუკარგავთ იმედს ქართველ ერს გემუდარებით..გთხოვთ !!!!!!!!

თქვენ კი????… ჩემო ბედკრულო.. ოჯახებზე თავდადებულო..შეწირულო ემიგრანტებო გამძლეობას და ჯამრთელობას გისურვებთ…გაუტეხელი, ამაყი და სახსალამათი დავბრუნებოდეთ ჩვენს ოჯახებს.. ბედნიერად და კარგად……ისე კი ჩკუით იყავი შენ საქართველო თორემ ????შეიძლება ვეღარც კი გვიცნოთ..გასვეტებული, უფრო თავმოვლილები, თავდაჯერებულები და აიფონებით ხელში სვეცკურად, ”გამარიაჟებული” დაგიბრუნდებით სულ მალე და მაშინ მართლა გეშინოდეთ ჩვენი, რადგან უკეთესს პირობებში ცხოვრებას მივეჩვიეთ და შეიძლება გაგვიჭირდეს შეგუება თქვენი / აქ რასაკვირველია ხუმრობა მოვიშველიე და ვიცი ცუდად არ გამიგებთ / თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე…

loading...

Comments on Facebook