SHARE

Image may contain: 1 person, close-up,,…ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს
ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძ-
უბს აჭრიან და მერე, ჭამეო, გეუბნებიან…” – ეს შე-
მზარავი სიტყვები, აფხაზეთში, კომანისათვის ბრ-
ძოლაში მოკლული ახოვანი ვაჟკაცის, ზური გურჩ-
იანის მამისადმი გაგზავნილ უკანასკნელ ბარათში
ამოვიკითხე. გთავაზობთ ამ შემზარავ და, იმავდ-
როულად, ულამაზეს, რაინდულ წერილს:
,,გამარჯობა, საყვარელო მამიკო! როგორ ხარ, ხომ
ხარ კარგად? კარგადაც მიმყოფოს შენი თავი ღმერ-
თმა. მამიკო, რა არი?! მესმის, შენ გედარდები, მაგ-
რამ მთლად ასე არ უნდა დაეცე. ვისი შვილი არ წა-
სულა ომში, მამი. მე ვერ დაგპირდები დღეს და
ხვალ ჩამოსვლას, მაგრამ დაჯის ქორწილში, ჩამო-
ვალ. ასე რომ, ნუ დარდობ და, თუ ღმერთი გწამს,
მიმიხედე დედას. მამიკო, დედა სულ მეკითხება
მიზეზს აქ წამოსვლისას. მამიკო, მე გეტყვი ერთ რა-
ღაცას, შარშან ბიჭებმა ვთქვით, თუ ომი დაიწყო, გუ-
ლდედალი იყოსო, ვინც არ წავიდესო. აქ რომ ჩამოვ-
ედი, ის ბიჭები, ყველანი, გვარდიაში იყვნენ და იყ-
ვნენ პირველი დღიდანვე. ერთი ჩემი ამხანაგი მოკ-
ლეს თურმე ოჩამჩირეში და იმის საფლავზე დაიფი-
ცეს, რომ ბოლომდე მდგარიყვნენ. მე რომ შემხვდნ-
ენ, მითხრეს, რას შვებიო? თქვენ რას შვებით-თქო
და მიამბეს ამ ბიჭის ამბავი. ბადრი მუშკუდიანთან
ერთად ჩაუგდიათ თურმე ტყვედ, დაჭრილი უწამ-
ებიათ, დაიჩოქეო. არ დაუჩოქია და მუხლები მოუ-
მტვრევიათ. ეს ბედი ეწია სამივეს, მათ შორის, ბად-
რისაც. ჰოდა, მათ საფლავებზე დაუფიციათ ბიჭებს.
მამიკო, დათო ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი
იყო, კარატისტი ბიჭი იყო. მე რა მეთქვა, გავშრი…
მინდოდა გვარდიაში შესვლა მანამდეც, მაგრამ თქ-
ვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. არ მინდოდა ასე და-
უკითხავად წამოსვლა, ვიცოდი, არ გამომიშვებდით,
მაგრამ ნათქვამი ხომ მაინც მექნებოდა. მერე აუცილ-
ებლად ვაპირებდი წამოსვლას, რატომ იცი?!. როცა
მტერი აფხაზი იქნება, თუ რუსი, ჩეჩენი თუ ოსი, შე-
ნს მიწას გეცილება…ქართველი ბავშვების სისხლს სვა-
მენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიუ-
რებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, შეჭამეო, გეუბნები-
ან…არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და
მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცმა შარვლის მაგ-
ივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ
და ვქსოვოთ. მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მა-
შინ, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამ-
ოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფა-
რი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე.
მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც
ჩემსავით მოიქცეოდი. მამიკო, მე ვმერყეობდი. მე და
გია რომ ვიყავით აქ, მაშინ ქუჩაში მივდიოდი და და-
ვინახე ახალი ანაფეთქები, მივედი ახლოს და 12 წლის
ბავშვი გამხდარიყო ამ აფეთქების მსხვერპლი, დედა-
შვილი შეიწირა ამ აფეთქებამ. მამიკო, მაშინ ვთქვი,
სანამ პირში მიდგას სული, არ შერჩება არცერთ მომხ-
დურს ქართველის სისხლი. მამა, ამ გაგებით შევედი
გვარდიაში და ამ აზრზე ვარ დღესაც. ის დანარჩენი
ჩემი ამხანაგებიც ჩემთან ერთად გამოვიდნენ, გამოვი-
ტანე ჩემი და მათი წიგნაკები. დედას ვანახე, მამიკო…
ვერ ვუღალატებ ამ ბიჭებს…დედა მეუბნება, სხვები
რომ იმალებიან, შენც დაიმალეო. სხვებივით ვერ შევ-
ძვრები თაგვის სოროში მეც…მეტი რა მოგწერო…მა-
მიკო, გკოცნი და გკოცნი. ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი
და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე,
ლხინშიგეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყვე-
ლაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის –
აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი
კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცო-
დინება, იყო ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა
სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვი-
ნც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლებიან. მე არ მი-
ნდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი,
ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელ-
ში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლა-
ჩარი მრქმეოდა. მეტი რა, მამი, კარგად იყავი. წერილი
წერილია, უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტ-
ტვი, მე ჩემი თავი მართლად მიმიჩნევია შენს წინაშეც
და სამშობლოს წინაშეც. ვიცი, გიმძიმს ჩემი აქ ყოფნა.
მამა, ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთ-
ხელ გკოცნი. ნუ გეშიანია. დაჯის ქორწილზე აუცილე-
ბლად ვიქნები. ზურა.

********************************************************************
,,ჯგურაგ, აღო სი ლანეშდ,
ჯგურაგ, ნომა ანცურე,
ნიშგვეი თხუიმ, ნიშგვეი ლახბას,
ლეწვრიდ ნომა ესცურე” – ამ ლამაზ სვანურ სიმღერას
მღეროდნენ კომანის ომში მამაცი სვანი ბიჭები…

loading...

(წმიდაო, გიორგი, შენ შეგვიწყალე,
წმიდაო გიორგი, სამარცხვინოდ არ დაგვტოვო,
ჩვენი თავი ჩვენს ძმებს არ გაუხადო
შურის საძიებლად)

წყარო: Tinatin Mgvdliashvili

თხოვნაა გააზიაროთ პოსტი, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენ შესახებ. <3

loading...

Comments on Facebook