SHARE
“ძნელია, როცა საქართველოში ბრუნდები და გესმის, ყველა ერთმანეთზე ცუდს რომ ლაპარაკობს, ტრანსპორტში ადიხარ და გამარჯობას რომ ამბობ, ისეთი გაოცებულები გიყურებენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. აქ კი ყველა ერთმანეთს ესალმება – მაღაზიაში, ტრანსპორტში”

 

გოგა ჭარხალაშვილი უკვე რამდენი წელია, ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ მოდენაში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ყველაზე დიდი ოცნება კი მაინც საქართველოში დაბრუნებაა.

– 17 წლის ვიყავი, როდესაც იტალიაში ჩამოვედი და 21 წლისამ უკვე ბინა შევიძინე საკუთარი შრომით. ახლობელი ადამიანისგან თანხა

ვისესხე და ყოველთვიურად ვიხდიდი ამ ვალს, როგორც ქირას – ასე ავისრულე ოცნება და მივხვდი, რომ შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება. მე და ჩემი ძმა უმამოდ ვიზრდებოდით. პატარები ვიყავით, მამა რომ გარდაიცვალა. ამიტომ დედამ მიატოვა თავისი სამსახური – პროფესიით გინეკოლოგი გახლავთ და წლების წინ იტალიაში წამოვიდა სამუშაოდ. 
loading...

რადგან ის ვერ გვნახულობდა, სკოლის დამთავრებისთანავე თავად ჩავაკითხე. იქ ჩავაბარე და დავამთავრე კიდეც საინჟინრო ფაკულტეტი, თუმცა ეს პროფესია ვერ გამოვიყენე. აქაც ასეა, როცა პატრონი არ გყავს, რთულია რამეს მიაღწიო. ინჟინერი რომ გავხდე, 1 წელზე მეტხანს პრაქტიკა უნდა გავიარო, რაშიც ფულს არ გადამიხდიან, აქ კი ფულის გარეშე ვერ იარსებებ, მაშინ ოჯახი უნდა გარჩენდეს, სხვის კმაყოფაზე უნდა ცხოვრობდე. როცა ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი კიდეც მშენებლობებსა და რესტორანში, თავიდან მიმტანად, მზარეულისა თუ პიცის მცხობელის დამხმარედ, ჭურჭელიც კი გამირეცხია. ახლა პიცერიაში წამყვანი პოზიცია და დატვირთული სამუშაო მაქვს. ზოგჯერ დღეში, განსაკუთრებით შაბათობით, 500 პიცამდე ვამზადებთ. ჩემი პროფესიის წყალობით წელგამართული ვარ, უმუშევარი ერთი დღეც არ ვჩერდები, შემოთავაზებებიც ბევრი მაქვს და ანაზღაურებაც საკმარისი.

– ყველაზე რთული რა იყო უცხო ქვეყანაში?

– ჩემი ძმა საქართველოში ცხოვრობს და არასდროს უფიქრია ქვეყნის დატოვებაზე. პატრიოტიზმით გამოირჩევა. განა მე არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ უფრო რეალისტი ვარ და აქედან გამომდინარე, ჩემი მიზნებისთვის აქ წამოსვლა ვამჯობინე. მინდა დაბრუნება, მაგრამ რა ვქნათ, ცხოვრებამ ასე მოიტანა… აქ უკვე ყველა მიცნობს, ყველა პატივს მცემს. ძნელია, როცა საქართველოში ბრუნდები და გესმის, ყველა ერთმანეთზე ცუდს რომ ლაპარაკობს, ტრანსპორტში ადიხარ და გამარჯობას რომ ამბობ, ისეთი გაოცებულები გიყურებენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. აქ კი ყველა ერთმანეთს ესალმება – მაღაზიაში, ტრანსპორტში. იმდენ ხანს ვაპირებ აქ დარჩენას, ვიდრე არ მექნება ფული, რომ საქართველოში პატარა რესტორანი გავხსნა. ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე, – ჩამოდი და რაც იქნება, იქნება. ერთი პურის ნატეხი თუ გვექნება, ის გავიყოთ. წყალსა და პურზე ვიყოთ, ოღონდ სამშობლოში ვიყოთ ერთადო. ამის გაკეთება იოლი არ არის. როცა მაქვს პერსპექტივა და შემიძლია რაღაცის მიღწევა, ვერ წავალ იქ, სადაც შენს შრომას არ აფასებენ. ვხედავ, ჩემს ახლობლებს უჭირთ და მე შემიძლია აქედან მათი დახმარება. სამშობლოში რომ ჩავიდე, მერე რა იქნება? სხვის იმედად ვერ ვიქნები ვერც აქ და ვერც საკუთარ ქვეყანაში. ძალიან მინდა, საქართველოში გაიზარდოს ჩემი შვილი, რომელიც აქ დაიბადა. მინდა სკოლაში მანდ შევიყვანო, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ამას.

– შორიდან როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე პროცესები?

– ქალაქ ნაპოლში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბანი რომ გახსნილიყო, ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ დავრბოდი და ხმებს ვაგროვებდი, მაგრამ ხალხის ერთობა არ იყო. მარტო ერთ ქალაქში 10.000-ზე მეტი ქართველი ვიყავით და ძალიან ცოტა ხელმოწერა მოვაგროვეთ, რის გამოც, საარჩევნო უბანი არ გვაქვს. ეს ცუდია, ბევრი ემიგრანტი მიიღებდა მონაწილეობას. მათმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ასარჩევი, რადგან აქედან უფრო სხვანაირად ჩანს ყველაფერი.

– თქვენი აზრით, სწორი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა?
– თავს ვერ დავდებ, მაგრამ შევარდნაძის მერე რაც გაკეთდა საქართველოში, იმის უმადურიც ვერ ვიქნები. არ ვიცი, სააკაშვილის დროს ვინ გაამწარეს და რა გააფუჭეს, მაგრამ ბევრი კარგი რამ გაკეთდა. თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ მეტიც უნდა გაეკეთებინათ და მეტიც გვეკუთვნის, მაშინ ძალიან უკან ვართ განვითარების მხრივ. თუ საერთოდ არ გვყავს ღირსეული კანდიდატი ქართველებს, იქნებ სხვა გზა მოგვენახა? არ შეიძლება ადამიანს 180 ლარი მისცე პენსია, ამით ხომ წამალსა და პურსაც ვერ იყიდის? იცით, რა არის ჩვენი პრობლემა? ყველაფერში რომ ძალიან მაგრები ვართ – კარგშიც და ცუდშიც. რომ უყუროთ, აქ როგორ მუშაობენ ქართველი ქალები იმისთვის, რათა თავიანთი შვილები გამოკვებონ, ვერც დაიჯერებთ. დღეში 10 სახლს ალაგებენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც იპარავს და სახელს გვიტეხს. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ყველაფერში – ერთმანეთის მოფერებაშიც და გალანძღვაშიც ზედმეტი მოგვდის. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მინდა, ქვეყნის სათავეში ახალგაზრდები მოვიდნენ და ქვეყანა ააშენონ, წინ წაიყვანონ.

– რაკი ქალების თავდაუზოგავი შრომა ახსენე და რადგან საზოგადოებაშიც ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა დატოვოს თუ არა ქალმა ოჯახი, გკითხავ: უნდა არჩინონ თუ არა მათ 30-40 წლის შვილები ასეთი შრომით, ეს სწორი დამოკიდებულებაა? შენ მხართეძოზე წამოწოლილი ხომ არ დალოდებიხარ დედის გამოგზავნილ ფულს, წახვედი და მას მხარში ამოუდექი, ხომ ასეა? გაგრძელება

loading...

Comments on Facebook