SHARE

დასავლური მედიის მიერ მომზადებული არაერთი პუბლიკაციისა და მათ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიუხედავად, რუსეთი ჯერ კიდევ არ აღიარებს სირიაში ამერიკული სამხედრო გამანადგურებლის მიერ რუსი სამხედროების მასობრივად დაბომბვას… არსებული ინფორმაციით, სირიაში 215-დან 644 მეომარი დაიღუპა, თუმცა, მთ შორის არიან სირიელებიც… ასევე ვიდეო-კადრებში ჩანს, რამდენიმე Т-72 – მოდელის საბრძოლო ტანკის დაბომბვაც, თუმცა, ჰქონდათ თუ არა სირიაში მყოფ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” შეიარაღებაში მძიმე სამხედრო ტექნიკა, ამაზე არავინ არაფერს ამბობს…

ერთი სიტყვით, რუსული მედია ირწმუნება, რომ სირიაში დახოცილი მეომრები, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” წევრები არიან, რომელთაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირი არ აქვთ… კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვს სირიის ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ დაუსვეს კითხვა, – გამოაცხადებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება გლოვას, თუმცა მან როგორც წესი თავი აარიდა და უპასუხა, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რას ეკითხებიან…

novayagazeta.ru-ის ცნობით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 13 სამხედროა დაღუპული, სიმართლე ვერ იქნება, რადგან ამერიკელი სამხედროების განცხადებით, – დაბომბვა 3 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა…
loading...

გამოცემა ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტის, ჯეფრი ჰარიგიანის მიერ ჩატარებულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე მსჯელობს, –novayagazeta.ru-ს კორესპონდენტის შეფასებით, ამერიკელი მაღალჩინოსნის “განმარტებამ” უფრო დაძაბა ვითარება, – “საინტერესოა, საიდან გაჩნდა ისე უცებ იქ, ევფრატის მარცხენა სანაპიროზე, ამერიკული ავიაცია…”

დასავლური მედიის ინფორმაციით, – “რუსეთში გლოვის გამოცხადება ნიშნავს, იმის აღიარებას, რომ ასადის მხარეს რუსი დაქირავებული მეომრები იბრძვიან”. საქმე ის არის, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იქ ბრძოლის უფლება არ აქვთ, მათ შორის, არც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დაქირავებული მეომრებს…

აშშ-ს არმიის ოფიცრის რალფ პიტერსის განცხადებით, – “დაქირავებულმა რუსმა მებრძოლებმა, სირიაში იმ სამხედრო ბაზას შეუტიეს, სადაც მათი ინფორმაციით ამერიკელი სამხედრო მრჩევლები იმყოფებოდნენ… ჩვენმა სამხედროებმა მათ პასუხი გასცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეტაკებაში ის იყო, რომ ამის გაკეთება პუტინის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა…” – აცხადებს ამერიკელი სამხედრო The New York Post-თან საუბარში.

სტატიის ავტორის თქმით, რუსმა სამხედროებმა იცოდნენ, რომ კონფლიქტის საზღვარზე უპირებდნენ გადასროლას, სადაც მათ ამერიკის ძალებთან მოუწევდათ შეტაკება და სავარაუდოდ, – დასწრება გადაწყვიტეს… როგორც აღმოჩნდა, – ისინი ამერიკის არმიისგან პასუხს არ ელოდნენ. როგორც ჩანს, პუტინმა თავისი ხალხის სიცოცხლე გარისკა… სხვა საკითხია, როგორ აღმოჩდნენ თავად რუსი სამხედროები იქ, სადაც ყოფნის უფლება, არ აქვთ.

“ეს ნათელია, – პუტინი მზად იყო თავისი ხალხის სიცოცხლე გაერისკა და იმედი ჰქონდა, რომ ისინი ამერიკელ მრჩევლებს გაანადგურებდნენ, რასაც სავარაუდოდ, ამერიკის თაოსნობით, სირიაში მყოფის კოალიციის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვებოდა… ასე არ მოხდა, თუმცა, პუტინი აღიარებას არ აპირებს… მას სირია იმაზე ძვირად დაუჯდა, ვიდრე ელოდა და ახლა იმ ინვესტიციის ამოღება სურს, რაც მაშინ ჩადო” – წერს The New York Post.

Daily Beast-ის ცნობით, სირიის ძალებს, ასადის რეჟიმის დამოუკიდებლად შენარჩუნების ძალა არ შესწევს, რაც სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია თავად სირიის მეთაურისთვის, ამიტომაც აღმოჩდნენ იქ რუსული “ვაგნერები”.

7 თებერვალს, მდინარე ევფრატის სანაპირო საერთაშორისო კოალიციამ, ამერიკის ხელმძღვანელობით მას შემდეგ დაბომბა, რაც ასადის ძალებმა, ნავთობისა და გაზის საბადოებზე კონტროლის დამყარება სცადეს… პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთი ავიადარტყმების დაწყებამდე გააფრთხილეს.

რუსეთის ავიაექსპერტმა, ვადიმ ლუკაშევიჩმა ისაუბრა, თუ როგორ დაიბომბა “ვაგნერის” კოლონა. მისი თქმით, – სხვადასხვა ინფორმაციით, ამერიკელებმა, სირიაში 215-დან 644 -მდე რუსი სამხედრო გაანადგურეს.

dailymail.co.uk– წერს, რომ სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსი სამხედროები “საიდუმლოდ მონაწილეობდნენ” და რუსეთის ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. ამასთან, არსებობს ფოტოები, სამხედრო კომპანიის წევრები და მეთაურები, პუტინთან ერთად არიან გადაღებული.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას განცხადებით, – გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე, მოსკოვი ამერიკის დელეგაციას დეილ-ეზ ზორში მომხდარი ფაქტის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

loading...

Comments on Facebook