SHARE

ამოვიწურე ადამიანებო!

დავიხარჯე!

loading...

დავცარიელდი!

შუბლზე დაწყვეტილ ძარღვებს ვეძებ, რომ

სათითაოდ შევაგროვო, შევაკოწიწო, შევკრა!

სარკეში ვიხედები და სახეზე ემოციებს ვირგებ…

გუშინ ამ ღიმილიანმა ნიღაბმა საშინელი სიცივე შემატოვა სახეზე,

დღესაც ღიმილი უნდა მოვირგო, ოღონ უფრო მკვეთრი…

ნამდვილ ემოციებს უხდებათ ხოლმე შელამაზება,

მაგრამ ძალიან მძიმეა სახეზე მორგებული ნიღბები….

 

მე ქართველი ემიგრანტი ქალი ვარ!

ჩემს გარეშე გაზრდილი შვილების დედა!

წლების წინ  საკუთარ ცხოვრებასთან ერთად გამოვიხურე საკუთარი სახლის კარები და წამოვედი აქ,

ამ უცხო მიწაზე!

ახლა უნდა გადმოვასხა პირში ჩაგუბებული წყალი და ავლაპარაკდე,

თორე ამყაყდა უკვე, ამლაშდა და აშმორდა დაგროვილი ყველა სიტყვა!

მე ემიგრანტის სახელი საკუთარი ნებით დავირქვი,

და თუ ვინმეს პასუხი უნდა მოვთხოვო პირველ რიგში საკუთარი თავია!

ხოდა ჩემო თავო,

შენ, ადამიანო (ან უკვე აღარც!),

შენი ადამიანებისგან შორს მყოფო,

მონატრებისგან გულგადაწურულო,

ამ ყველაფრად გიღირდა შენი გადადგმული ნაბიჯი?!

დავფიქრდები ხოლმე და ვეკითხები საკუთარ თავს,

იქნებ ჯობდა ტალახი მეჭამა ჩემს ქვეყანაში, ვიდრე ტალახში გამესვარა საკუთარი თავმოყვარეობა, აქ ამ უცხო მიწაზე, ახლა რომ ყველა ადგილი ნაცნობია ჩემთვის!

ახლა აქაურობა უფრო ნაცნობია ჩემთვის ვიდრე ჩემი ქალაქის ქუჩები…

გუშინ ვიხსენებდი რა ნომერი ავტობუსი მიდიოდა ჩემი სახლიდან რუსთაველის პროსპექტამდე და ვერაფრით გავიხსენე,

მერე სახლში დავრეკე რომ ჩემებისთვის მეკითხა და სასაცილოდ არ ეყოთ, რაზე ფიქრობო…))

მეც გამეცინა, სიმწრისგან გამეცინა, რომ დამავიწყდა ჩემი ქალაქის სუნი,

ჩემი ქალაქის ქუჩები დამავიწყდა,

ავტობუსის ნომერი მაინც ვერაფრით გავიხსენე,

ახლა აქ ყველაფერი შეცვლილიაო- შვილებმა მითხრეს,

იმ შვილებმა ჩემს გარეშე რომ გაიზარდნენ….

მე ქართველი ემიგრანტი ქალი ვარ და მოსამსახურედ ვმუშაობ

იტალიელი ცოლ-ქმრის ოჯახში,

მოსამსახურე

გულში ვიმეორებ

და გული მერევა რა საშინლად ჟღერს ეს სიტყვა!

მერე ვცდილობ გონებაში შესატყვისები მოვუძებნო და ვიწყებ:

მომვლელი,

დამხმარე,

ხელისშემწყობი…

რა მნიშვნელობა აქვს!!!

მე დავამთავრე ადამიანებო,

ამოვიწურე,

დავიხარჯე,

დავცარიელდი!

ერთი წვეთი ემოცია აღარაა ახლა ჩემში,

ან პირიქით ყველა ემოცია ერთადაა და

ვერ გამირჩევია….

 

loading...

Comments on Facebook