SHARE

საბერძნეთსი მყოფი ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ..
პასუხი იზა ყურაშვილის პოსტზე საბერძნეთიდან
ქართველების მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდების ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე..
——————-

იზა ყურაშვილის სტატუსს პასუხი საბერძნეთიდან. დანაშაულის თუ არა დანაშაულის ქართველების ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით..
მე არ ვიცი თქვენ რა ან საიდან მოიპოვეთ ეს ინფორმაცია ან რა თანამდებობას ფლობთ რომ შეძელით დაგედგინათ სიმართლე, ეს არაჩვეულებრივი ინფორმაციაა ეს ყველა ქართველს დიდ ტვირთს და სირცხვილს ჩამოგვრეცხავს, მაგრამ ეს არაა საკმარისი ჩვენ რასაც ვღაღადებთ ამ საშინელი ფაქტის ირგვლივ.თუ არ ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში რომ დავამტკიცოთ სიმართლე ან აქ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი და მე ამ ქართველში მხოლოდ ქალბატონ მარინა გელოვანს მივიჩნევ რადგან თუ კი მოინდომებს შესანიშნავად შეუძლია მიაღწიოს ტელევიზიამდე და პირდაპირ ეთერში მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის დადგენა, მე პირადად ვთხოვ მას ამას რომ ქართველი ერისთვის ეს გააკეთოს რადგამ მას ყველაზე მეტად შესტკივა გული ქართველ ემიგრანტებზე და ბევრი რამ აქვს გაკეთებული მისი ერთგულებით, დაუშრეტელი ენერგიით და თავად ემიგრანტს ქართველისთვის..
მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტიკა დიდ შეცდომებს უშვებს და პიარისთვის ყველაფერს აკეთებს , ამ შემთხვევაში სადაც დანაშაულთან გვაქვს საქმე , სიცრუე საშინელებაა და უფრო დიდი დანაშაულია,ამიტომ ყველა ღონე ვიხმაროთ და სრული სიმართლე დავადგინოთ, თუნდაც პროტესტის ნიშნად აქციაც გავმართოთ ემიგრანტებმა ათენის ცენტრში და ამით მაინც დავიცვათ ქართველები ამ საშინელი ფაქტისგან..მე ვევედრები თითოეულ ქართველს შევთანხმდეთ, დავთქვათ ერთი კვირა დღე ,გამოვიდეთ სინდაგმაზე და ხმამაღლა გამოვთქვათ პროტესტი რა მოხდება..იქ მაინც მოვა ტელევიზია და მას შემდეგ მაინც მოხდება რეაგირება ცოტა მაინც ..თუ გექნებათ სურვილი მე თქვენს გვერდით ვარ ჩემო ქართველებოოოო..სხვაგვარად თავის გამართლებას ვერ შესძლებს ქართველი აქ. ან იმას რომ ღაღადებთ ვის აწყობს ხელს ქართველების და ბერძნების ურთიერთობის გამწვავებაშიო ეს ხომ სისულელეა? ეს საიდან მოიტანეთ? ესე რომ იყოს არც ერთს სახლებში არ გაგვაჩერებენ და პირდაპირ დაიწყებოდა ჩვენზე ზეწოლა და საბერძნეთიდან გაყრის პროცესი..
მოკლედ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ისევ სხვას არავის დავეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში და გვერდით დავუდგეთ ისევ და ისევ ჩვენს თავს ჩვენს დაუცველ ქართველობას..
ნურც იმას ვიზამთ ვიდრე სიმართლე დადგინდება ვიყოთ დარწმუნებული მათ უდანაშაულობაში რადგან ქართველსაც და ნებისმიერ ეროვნების ადამიანს დამნაშავეს და არაკაცს შეუძლია ეს საშინელება ჩაიდინოს..იქ სადაც მამა შვილს კლავს.. შვილი მამას და დას არ ინდობს დედას არ ინდობს არც ესაა გამორიცხული რომ ეს ჩაედინა .. ჩვენ როგორც ქართველებს არ გვინდა დავიჯეროთ და მათ გამო ჩვენც არ გავისვაროთ ამ სიბინძურეში თორემ, გამორიცხული არაფერია..მხოლოდ უფალს ვევედრები რომ ეს მართლაც სიცრუე იქნებოდეს და დავრწმუნდებოდე რომ ქართველი იმ უთოსთან არაფერ კავშირშია..მიუხედავად ამისა ეს ინფორმაცია ჩემი ყურით მოვისმინე ტელევიზიით და ამიტომ მეპარება ეჭვი სიმართლეში..მგონია რომ სიმართლის მარცვალი სადღაც დევს და არ მინდა რომ ეს მჯეროდეს..მაპატიეთ თავს ამის უფლებას რომ ვაძლევ მაგრამ ეს ყველას ტკივილია და მინდა სიმართლე მეც ვიცოდე ..მე კი სულაც არ ვგრძნობ უხერხულად ამის გამო თავს ოჯახში სადაც კი მიმუშავნია რადგან შესანიშნავად იციან ქართველები და ძალიან დიდ პატივსაც სცემენ ჩვენს ერს.აბა გამიბედოს ვინმემ ქართველის ლანძღვა..ჩათვალეთ რომ მე ლეში ვარ იმ ოჯახში სადაც მშვიდად მოვისმენ და შევეგუები ქართველის აუგს..ნურას უკაცრავად ჩემო საყვარელო მართლა დაუცველო ქართველებოოოო მადონა კისკეიძე

loading...

loading...

Comments on Facebook