SHARE

პირველმა არხმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი გაუშვა.

“გამომძიებელმა რეპორტიორმა” ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უშუალო მონათხრობის მიხედვით დაადგინა, რომ დათო სარალიძე საპირფარეშოში მომხდარ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

loading...

ინციდენტი სწორედ 51-ე სკოლის ტუალეტში დაიწყო:

„სკოლაში დათო სარალიძეს ყველას დამცველად იცნობდნენ. ლევან დადუნუშანვილი, რომელმაც იმავე დღეს, იმავე ადგილზე გაიზიარა დათოს ბედისწერა, სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ის დათოს ახლობელი არ ყოფილა, თუმცა როგორც დადუნაშვილის ოჯახის წევრები ყვებიან, ხშირად ისიც აღფრთოვანებული საუბრობდა დათოს განსაკუთრებულ ღონესა და მეგობრების მიმართ ზრუნვაზე.

ინციდენტი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მეორე გაკვეთილის შემდეგ 51-ე სკოლის ტუალეტში დაიწყო. ორმა მე-11 კლასელმა დ.ღ-მ და დ.ნ.-მ რომლებიც დათო სარალიძის ახლო მეგობრები იყვნენ, ორ მეცხრეკლასელს ა.-ს-ს და დ.ჩ-ს აბუჩად აგდება დაუპირა.როგორც მოგვიანებით თავადვე განმარტეს, დაშინების მიზნით უმცროს კლასელთაგან ერთ-ერთს პლევმატური იარაღი და პლასატმასის ტყვია ესროლეს.გამომძიებელმა რეპორტიორმა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უშუალო მონათხრობის მიხედვით დაადგინა, რომ დათო სარალიძე ამ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.ის რომ თითქოს დათოს მონაწილეობდა კონფლიქტის ამ ეპიზოდში, წინასწარი დაკითხვისას კონფლიქტის ერთადერთმა მონაწილემ- მე-9 კლასელმა ა.ს-მ თქვა, სწორედ მან, ვინც თავის დეიდაშვილსა და მის მეგობრებს მოუხმო უფროსლასელებისთვის პასუხის მოსათხოვად, თუმცა მოგვიანებით სასამართლოზე ეს მანაც უარყო.ამდენად, როდესაც ტუალეტში მოზარდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, დათო სარალიძე იქ ნამდვილად არ იყო.
მაშინაც, როდესაც ინციდენტი სკოლის წინ გაგრძელდა, დათო საკონტროლო წერის აღდგენით სამუშაოს ასრულებდა საკლასო ოთახში. დათოს ამ დროს უხმეს დასახმარებლად მეგობრებმა დ.ღ-მ და დ.ნ-მ, რადგან მათ ა.ს-ს დაჩაგვრის გამო პასუხის მოსათხოვად სკოლის წინ შეკრებილი ა.ს-ს დეიდაშვილი და მისი მეგობრები იბარებდნენ“,-ნათქვამია ფილმში.

loading...

Comments on Facebook