SHARE

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია Facebook-ის პირად გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს:

ბაზარი დაარეგულირებს!

loading...

ბაზარმა დაარეგულირა სამშენებლო სფერო საქართველოში: ქაოტური განაშენიანების შედეგად მწვანე და კოპწია თბილისი ყოფილი სსრკ დედაქალაქებიდან ერთერთ ყველაზე უსახურ ქალაქად იქცა.

ბაზარმა დაარეგულირა საავტომობილო სფერო: საქართველოში პრაქტიკულად ყველაზე გაუმართავი და მოძველებული ავტოპარკია, ხოლო იგივე თბილისი, სადაც წარმოებები არ მუშაობს,
– მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს ჰაერის დაბინძურებით.

ბაზარმა დაარეგულირა ენერგეტიკული სფერო: ბოლო რამდენიმე წელიწადში ასზე მეტი ჰესი აშენდა თუ შენდება, მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება არ იზრდება, მდინარეები ეკოსისტემიდან ბეტონის მილებში გადადის, და რაც მთავარია, ტარიფი იზრდება!

ახლა ნარკომოხმარება დაგვრჩა დასარეგულირებელი… როდესაც ბევრი იაფი და ხარისხიანი ნარკოტიკი გამოჩნდება მიმოქცევაში, მოხმარება დაიკლებსო. აი, ასე, ერთი ხელის მოსმით – ადგება და დაიკლებს: ჩვენი ქვეყნის განახევრებული მოსახლეობის ნახევართან ერთად…

მალე აქ შემოსულისთვის წინააღმდეგობის გამწევი კიარა, გამარჯობის მთქმელი აღარ დარჩება, რაღად უნდათ ტყვია და ტანკი… გირჩები, ხმაურები და ა.შ. ყველაფერს უმისოდაც გააკეთებენ.

loading...

Comments on Facebook