SHARE

გურამ შეროზიას ახალი პოსტი:

– ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერადმოელვარე დალალებიო
– მერე, მაგნიტ საყურეს ვატარებდი (თქვენდა საბედნიეროდ აქსესუარებს ვერ ვეგუები სხეულზედა სულ ორჯერ მეკეთა) და ტიტუ, წაუხდა კაცობაო
– რამდენჯერმე წარბს შევავლებ ხოლმე ხელს და ზოგ სალონში შოკირებული სახით მიყურებენხანდახან
– ჯანმრთელ კვებაზე გადავედი და იიი დიეტაზე ხარ, გოგო ხომ არ ხარო
– ფეხბურთი და ლუდი არ მიყვარს და დედააჰ კაცს რანაირად შეიძლება არ უყვარდესო
– კიდევ მილიონი არაადეკვატური შეკითხვა….
ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის:
– რატომ გაქვთ ეს უზარმაზარი ღიპი
– რატომ გაქვთ პერანგის ყველა “ღრიჭოდან” ამოშვერილი ბანჯგვლები
– რატომ გაქვთ დაუბანელი თავი, ან რატომ აგდით ოფლის ოხშივარი
– რატომ სვამთ ყანწებით ღვინოს კაცობის დასამტკიცებლად და მერე ჩემთვისაც საჭირო საერთომოხმარების ტუალეტებს აკავებთ საათიანი რწყევის გამო
– რატომ ვერ ცდება თქვენი ლექსიკა ბოზიშვილივიყოებს და ჩემიდედაშევეცებს
– რატომ გაქვთ დაბალი აიქიუ (თუ ბარბექიუ თუ ქიუ ნეტი) და იქიუ კიდევ საჭმელი რატომგგონიათ?
აი მიკითხავს?
ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება.
მამა მურთაზს უთქვამს საპატრიარქოში, ყველამ ჩვენს თავს მივხედოთ და ვცხონდებითო. ჰოდა, ჩემი თუ არ გჯერათ – იმას მაინც დაუჯერეთ. მარტო ხატების გამოჭიმვა კედლებზე და ამავეხატების წინ ცოლის გინება და ცემა ხომ არ არის…
ვინც ამ პოსტიდან დაასკვნის, რომ ყველას ეხება – დამილოცნია მათი ტვინის სლიკინა ხვეულები…
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

loading...

 

სრული ვერსიის ნახვა droni.ge

loading...

Comments on Facebook