SHARE

ბრალდებულო მთავრობავ!

წამოდექი!

loading...

……………

შალომ აქეთ, შალომ იქეთ

შალომ ჩქარა, შალომ მალე!

რჯულის მადლმა; დავიღალე!

დავიღალე ძალიან დავიღალე…

ერთმანეთის გულისტკენით დავიღალე

ესოდენ დიდმა ტვირთმა დამღალა

…………………………

ყველაფერს როგორ უკუღმა ვაკეთებთ, ეეე, ჩვენო მთავრობავ, მე თუ დავიღალე, ერთი პატარა ადამიანი, შენ არ დაიღალე?!….

2016 წლიდან ისრაელში საქართველოდან შემოვიდა 160 000 ტურისტი, რომელიც უკან არ გაბრუნებულა, გაბრუნებულებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მათზე, რომლებიც არ გაბრუნებულან, ეს ადამიანები აქ შრომობენ, შიშით და კანკალით, ცხოვრობენ დღევანდელი დღით და წუთით, არასდროს არ იციან როდის წაავლებენ ყურებში ხელს, შეაგდებენ;ჩორნი ვარონაში; და გაისტუმრებენ უკან დეპორტით..

ასე კანკალით შემოსულები, ასე კანკალით ცხოვრობენ. არა ექიმი, არა დაზღვევა, არა სოციალური პირობები.. უმეტესობა შრომობს, პატიოსნად, დღის სინათლეს ვერ ხედავენ… ერთი ორი უვარგისი კი არც ჩვენ არ გვაკლია და თქვენიც რომ იყოს რა გასაკვირია?

კითხვით მივმართავ საქართველოს მთავრობას, დიახ საქართველოს, ვინაიდან მე შენ გადანაშაულებ ამაში საქართველოს მთავრობავ, შენ და არა ისრაელის მთავრობას, ორივე ჩემი ხართ, არ მითხრათ ახლა დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, ორივე ჩემი ხართ , მაგრამ ჩაგვხედეთ თვალებში და გვიპასუხეთ: რას ჩადიხართ? რატომ? რაა ამის მიზანი?

უვიზო მიმოსვლა რომ დაუშვით, თქვენ ხომ მშვენივრად იცოდით , რომ სასეირნოდ ხალხს არ ცხელა და აქ თუ ვინმეს ჩამოსვლა უნდა 90% სამუშაოდ ჩამოვა? რატომ არ ზრუნავთ ხელშეკრულებაზე სამუშაო ვიზებზე? რატომ? ისრაელის მხარე ხომ თანახმა იყო ამაზე?

ისრაელის მხარის პირობა იყო, როდესაც უვიზო რეჟიმზე აწერდნენ ხელს (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკმაოდ საიმედო წყაროებიდან), საქართველოს უნდა გაეყვანა ოფიციალურად არალეგალურ ტურისტთა უმეტესობა და გაფორმებულიყო სამუშაო ვიზების კონტრაქტები.

ვინც დაარღვია პირობა და არ შეასრულა ესაა საქართველოს მხარე, თუ რამე მეშლება შემისწორეთ!

ისრაელი დაინტერესებულია უცხო მუშახელით, აქ უამრავი უცხოელი მუშაა ფილიპინელები, ჩინელები, არავინ დაზარდება ქართველსაც, მით უმეტეს ქართველმა მუშებმა კარგი სახელი დაიმსახურეს!

მე რომ დედასთვის მომვლელს ვეძებდი მთელი პროცედურა იყო ქართველი მომვლელის ჩამოყვანა, მაშინ როცა ფილიპინელი მეორე დღესვე შემეძლო მომეყვანა!

რაზე მიგვინიშნებს ეს?

რატომ არ ეუბნებით ხალხს სიმართლეს?

რატომ უნდა გადაკიდოთ ეს ორი ერი ერთმანეთს?

გამიზნულია თუ სიშტერით? უუნარობით?

ვის აწყობს ეს არეულობა და ამ ორი სიყვარულში გამოძერწილი ერის დაპირისპირება? .თუ ისრაელს რამე პირადი ინტერესი აქვს საქართველოს წინააღმდეგ?

ისრაელი ითხოვს წესრიგს, რომელიც არაა საქართველოში, მაგრამ არ დაუშვებს უწესრიგობას აქ!

ისრაელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 470 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ; 135 კილომეტრზე. საზღვრის საერთო სიგრძეა 1017 კილომეტრი (მათ შორის: პალესტინასთან 307 კმ, ეგვიპტესთან  266 კმ, იორდანიასთან 238 კმ, ლიბანთან  79 კმ, სირიასთან 76 კმ და ღაზის სექტორთან 51 კმ). ისრაელის ფართობია 22,77 კმ2.

ამ ერთ ბეწო ქვეყანაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა როგორც სამხედრო ბაზა, დიახ, ეს ქვეყანა სამხედრო ბაზაა, რომელიც გადაფარებულია თავისი შვილების სისხლით მთელს მსოფლიოზე მთელი არაბული სამყაროს დასაცავად, ცხოვრობს 8 მილიონი მოსახლე! ისრაელი ვერ დაუშვებს არალეგალების იქით აქეთ უკონტროლოდ;სეირნობას; მიუხედავად დიდი თანაგრძნობისა, ვერ შეიბრალებს, რომ საბრალო არ გახდეს ბოლოს თავად, მაგრამ მზადაა მიიღოს მოწესრიგებულად კანონიერი გზით.

loading...

Comments on Facebook