SHARE

ავღანეთში ქალებსა და ბავშვებს შორის გავრცელებული ნარკომანია კატასტროფულ ზღვარზეა. ხანგრძლივმა სამოქალაქო ომებმა, “თალიბანის” სასტიკმა ქმედებებმა და ქალების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარე უმძიმესმა წნეხმა “შედეგი” გამოიღო – ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ავღანეთში 500 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულია. ამის შესახებ ინფორმაციას TOLO News-ი ავრცელებს.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 900 ათასზე მეტი ქალი ნარკოტიკს მოიხმარს, თუმცა, ჯერ-ჯერობით დამოკიდებული არ არის. რაც შეეხება მოზარდებს, 10 წელს ზევით ნარკოდამოკიდებულ ბავშვთა რაოდება დაახლოებით 100 ათასია.

loading...

ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობის გამო რეაბილიტაციის ცენტრები არასაკმარისია და ნარკოდამოკიდებულებს ვერ იტევს. ახლა ავღანეთში სულ 20 ნარკორეაბილიტაციის ცენტრია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი ჰყავთ,ბენეფიციართა უმეტესობა მამაკაცია.

რაც შეეხება, ბენეფიციარ ქალებს, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ საშინელ დაავადებას ცენტრში დაამარცხებენ, რადგან სახლებში მათი ქმრები ნარკოტიკს ჩვეულებრივად მოიხმარენ და იქ დაბრუნების შემთხვევაში ძველი ცხოვრების წესს დაუბრუნდებიან.

მათივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ნარკომოვაჭრეების, კონტრაბანდისტებისა და დილერების წინააღმდეგ ბრძოლა.

ჯანდაცვის სამინისტრს ცნობით, 2017 წლისთვის ავღანეთის 34,5 მილიონიან მოსახლეობაში, დაახლოებით 3 მილიონი ნარკოდამოკიდებული იყო და ისინი სხვადასხვა რეაბილიტაციის ცენტრში გადაანაწილეს… ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ნარდოკამოკიდებული ქალების დიდი ნაწილი აღრიცხული არ არის და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტია.

გაეროს ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, ავღანეთში ოპიუმის წარმოების მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. ვითარება უმართავი მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებამ ოპიუმის მწარმოებლებთან ბრძოლა პრაქტიკულად შეწყვიტა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ავღანეთის უშიშროება “თალიბანთან” ბრძოლაზეა გადართული და მათ ნარკომწარმოებლებისთვის რესურსი არ რჩებათ… კიდევ ერთი ვერსით, თალიბანიც, ავღანეთის ხელისუფლებაც, ნარკომწარმოებლებიც და გამავრცელებლებიც შეკრულები არიან. ავღანეთის ქალთა საკითხების სამინისტროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ კიდევ 2001 წელს, ქვეყანაში რამდენიმე ათასი ნარკომანი ქალი იყო, მათი უმეტესობა ქვეყანაში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ემიგრაციიდან დაბრუნდა. ისინი ნარკოტიკებს ჯერ კიდევ ირანსა და პაკისტანში შეეჩვივნენ. “რადიო თავისუფლების” ავღანელი რესპონდენტმა ნაფიზამ, რომელიც ოთხი შვილის დედაა, ნარკოტიკი პირველად ირანში, ემიგრაციაში ყონფისას გასინჯა. ოთხი შვილის დედა და ქვრივი ქალი ოჯახს ხალიჩების ქსოვით არჩენდა.

“ერთხელაც დეპრესიით დატანჯულმა ჰეროინი გავსინჯე და ჩემი უბედურებაც იმ დღეს დაიწყო. შვილებს მუშაობას ვაიძულებდი და მათი შემოსავლის ნახევარს მეზობლებს ვაძლევდი, რომ ჰეროინი მოეტანათ.. ზოგჯერ, სახლიდან ნივთებს ვყიდიდი” – იხსენებს ავღანელი ქალი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაჯათის სარეაბილიტაციო ცენტრის” ბენეფიციარია.

ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, მხოლოდ ქაბულში 250-ზე მეტმა ნარკოდამოკიდებულმა ქალმა მიაკითხა. ნაწილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ქაბულის ფსიქიატრულ საავადმოფოში გაგზავნეს. “ნაჯათის” წარმომადგენლობის ცნობით, ქაბულსა და ფეშავარში პაციენტებს შორის უამრავი არასრულწლოვანი და მცირეწლოვანია… ისეთებიც, რომელთა ასაკი ერთ წელს აღემატება. “რადიო თავისუფლების” ცნობით, ერთ-ერთი ასეთ მცირეწლოვნის დედა, რომელიც თავადაც აქტიური მომხმარებელი იყო, ყვება, რომ ოპიუმის მცირე დოზას ჩვილ ბავშვსაც აძლევდა…

“როცა ავღანეთში თავი ტკივათ, ან უძილობა აწუხებთ, ხშირად, “ბუნებრივ ოპიუმს” იყენებენ. მცირე დოზებს კი, დასაძინებლად ბავშვებსაც აძლევენ…” – წერს გამოცემა.

ავღანეთი, ნარკოტიკების წარმოების საკითხში “ჩემპიონია” – მის ტერიტორიაზე მოჰყავთ მსოფლიოში ოპიუმის ყაყაჩოს 76 პროცენტი. ასე, რომ იქ ნარკოტიკები ადვილი საშოვნელიც არის და იაფიც, რაც ნარკომანიასთან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს…

AMBEBI.GE

loading...

Comments on Facebook