SHARE

92 წლის წყვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთად გაატარა, დააშორეს – ისინი სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გლაზგოს მცხოვრები ჩარლზ მაკგიგენი და მისი ცოლი, ჯინი, იძულებულები გახდნენ სახლი დაეტოვებინათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ.

loading...

ჯინს დემენცია აქვს და საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია. ცოლ-ქმრის თავშესაფრებს შორის მანძილი თითქმის 5 კილომეტრია.

„ინდეფენდენთს“ ქალაქის საბჭოში განუცხადეს, რომ ყველაფერს აკეთებენ, წყვილი ერთ თავშესაფარში მოათავსონ. ჯინის ქალიშვილი ამბობს, რომ დედა ასეთი სევდიანი არასოდეს უნახავს.

„დედაჩემი მუდმივად ქმარს კითხულობს, ჩემი მამინაცვალი კი განუწყვეტლივ ტირის, რადგან თავშესაფარში ცოლის გარეშეა,“ – ამბობს სანდრა ჯექსონი.

loading...

Comments on Facebook