SHARE

“ვარ იტალიის ერთ ერთი რიგითი ემიგრანტი.უკვე ემიგრაციაში ყოფნის 10 წელი მიხდება.უსასრულოდ დიდი ტკივილით, მონატრებით, ნოსტალგიით, სევდითა და უიმედობით გარბის წლები.ოჯახური პრობლემები შემცირების ნაცვლად მატულობს.ეს კი უიმედობას, დეპრესიას კიდევ მეტად მიძლიერებს.წლები მემატება.უკვე საკმაო ასაკის, კერძოდ კი- 57 წლის ვარ.მყავს ავადმყოფი მეუღლე, 2 ვაჟი, რძალი და 8 თვის შვილიშვილი- თემო, რომლის დანახვა კომპიუტერის საშუალებით ცოტა მიმსუბუქებს ემიგრანტულ ყოფას, მაგრამ სულ ხომ ვერ ვიქნები.მაქვს 24 საათიანი ბადანტის სამუშაო ყოველგვარი თავისუფალი დღის გარეშე.მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ფიქრები მეძალება, ხან მეძლევა რაღაც დიდი ძალა და ენთუზიაზმი, რომ ჩემს ურთულეს სამუშაოს გავუმკლავდე, ხან კი ემოციები ისე მომეძალება, რომ თავს კონტროლს ვეღარ ვუწევ.უცებ საშინლად მომენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი მოხუცი დედა, რომლის მოვლასაც ვერ ვახერხებ აქედან.აქ კი სხვის დედას ვუვლი.რა თქმა უნდა სათანადო კომპენსაციასაც ვღებულობ, მაგრამ ეს არ შველის იმა,ს რომ ჩემს მოხუც, დაუძლურებულ დედას ჩემი მზრუნველი ხელი აკლია.ზოგჯერ ფიქრებით ისე გავცურავ, რომ მგონია უკვე სამშობლოში ვარ.აგერ თითქოს შევედი ჩემს ეზოში, დავინახე ჩემი ავადმყოფი მეუღლე, რომელიც ახალფეხადგმული ბავშვივით უნდა შემომეგებოს. აგერ ჩემი 2 საამაყო ვაჟი, ჩემი კარგი რძალი და ჩემი პატარა თემო.თითქოსდა მიცნო და მიცინის.ხელებს იწვდის ჩემსკენ.მეც გავექანები და ვეხუტები კომპიუტერით გაცნობილ შვილიშვილს, რომელიც ამომავალი მზესავითაა ჩემთვის.ყოველდღე უნდა დავინახო რომ ის დღე ცოტათი თბილი და ლამაზი მქონდეს.მის დანახვას ცოტა შვება მოაქვს.ეს ყველაფერი ბევრჯერ წარმოვიდგინე და ვცხოვრობ ამ წარმოდგენებით, დაუსრულებელი, აუხდენელი ფიქრებითა და ოცნებებით.ხანდახან წარმოვიდგენ, თემოს რომ დავინახავ რა რეაქცია მექნება.შესაძლებელია, ისტერიკა დამემართოს.მგონი სიყვარულით ლამის გავაფრინო,.თუმცა ბევრი არ მიკლია გაფრენამდე.ძნელია, როცა ემოციები გიპყრობს და იცი რომ უნდა მოდუნდე, საკუთარ ემოციებს და გრძნობებს უნდა შეებრძოლო.უნდა დაამარცხო.ეს ხომ ფსიქიკასთან თამაშია.ძნელია საკუთარ თავთან გამკლავება, თუმცა აუცილებელია.ეს ხომ ჩვენი ჯანმრთელობის, ფსიქიკის დარღვევაა და ურთულესი ამოცანაა.ხშირად კი არა სისტემატურად ვკითხულობ ემიგრანტებზე და ჩემს სამშობლოზე ყველაფერს, რაც ქვეყნდება ინტერნეტსივრცეში.მაინტერესებს, იქნებ სადმე წავაწყდე რაიმეს, რაც ემიგრანტების ბედის შემსუბუქებაზე მეტყველებს მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ასეთი არც არაფერი მსმენია და არც წამიკითხავს.ის კი არადა, ხანდახან პირიქით ვნახულობ ემიგრანტების მწარე ბედს რომ დასცინის ზოგიერთი უგუნური და საშინლად ვბრაზობ. ამას წინათ ერთი გონებასუსტი ადამიანი წერდა:- საწყალი, საცოდავი ემიგრანტებიო.მინდა ყველამ იცოდეს, ემიგრანტი საწყალი კი არა, გმირია.სწორედ ემიგრანტების გმირულმა შრომამ იხსნა ჩვენი სამშობლო, ჩვენი დასაღუპად განწირული ოჯახები.ჩვენ ემიგრანტებმა, ჩვენი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დავდეთ.ემიგრანტის სული ისედაც დამძიმებულია და კიდევ მეტად ნურავინ დაამძიმებს.ნორმალური ცხოვრების ბევრ ნორმას ვართ მოკლებული, მაგრამ ეს გზა ჩვენივე ნებით ავირჩიეთ, თუმცა სხვა გამოსავალი რადგან აღარ მოიძებნებოდა საკუთარ ქვეყანაში, თორემ დამერწმუნეთ, უცხო ქვეყანაში, უვხო გარემოში, უცხო კანონებით, უცხო კულტურით, უცხო ენით, უცხო ოჯახში, სხვისი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას არავინ ისურვებს საკუთარი ნებით.როცა გამოვდივარ ფიქრებიდან, ვხვდები რომ ეს დაკარგული, დაუსრულებელი ფიქრებია.უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ უნდა გავძლო, უნდა ვიმუშაო და ველოდო, რადგან ვერაფერს შევცვლი.”

მარინა კოსტავა

loading...

წყარო gansxvavebuli.com

 

loading...

Comments on Facebook