SHARE

18 წლის გოგონამ ჰანა მონგიმ ამაღელვებელი ვიდეო ჩაწერა მისი ახალშობილი შვილისთვის, რომელიც გააშვილა.

ვიდეოში, ახალგაზრდა დედა ხსნის, რატომ მოუწია მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

loading...

ჰანა , რომელიც ალხა 21 წლის არის, 18 წლის იყო როდესაც მისი შეყვარებულისგან დაორსულდა. წყვილი ოჯახური ცხოვრებისთვის არც ფინანსურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა, ჰანას შეყვარებული ხშირად რამდენიმე თვით საზღვარგარეთ მიდიოდა მისიონერული საქმიანობისთვის. ამიტომ, ჰანამ ბავშვის გაშვილება გადაწყვიტა. იქნებ ეს არც გაეკეთებინა, რომ არა ერთი შემთხვევა. მისი შეყვარებული მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ მაშინ ჰანამ გადაწყვიტა, რომ მისი შვილის მომავლისთვის სჯობდა, გაეშვილებინა.

მშობიარობამდე ჰანამ უშვილო ოჯახი იპოვა, რომელსაც ძალიან უნდოდა ბავშვი. ეს იქნებოდა ღია გაშვილება, რისი პრაქტიკაც უცხო არ არის დასავლეთში. შვილს ეცოდინებოდა მისი ბიოლოგიური და გამზრდელი მშობლების შესახებ. 2016 წლის მარტში ჰანამ ბიჭი გააჩინდა და ვიდეოც ჩაწერა იმ გათვლით, რომ როდესაც მისი შვილი გაიზრდებოდა, ნახავდა. იმის მიუხედავად, რომ შეგუებული იყო, შვილთან განშორება ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ოჯახმა კი, რომელმაც მისი ბიჭი იშვილა, ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტ და ჰანას ძიძად მუშაობა შესთავაზა.

ახლა , ჰანა ყოველდღიურად ახერხებს შვილთან კონტაქტს.

loading...

Comments on Facebook