SHARE
ავტორი: მადონა კისკეიძე
 1962773_296668037153445_680873406_nვერსად ვპოულობ სულის სიმშვიდეს,
დარდმა ფიქრები სულ გადათელა.
ღამე ფიქრებში ისე გავლიე,
ვერც კი გავიგე რომ დამათენდა”…
დრო ისე მომწიფებია, ვერც კი გავიგე… მომწიფებულ დროში, რა ვიგულისხმე, ალბათ გამიგებთ. მომწიფებულ ასაკში, თურმე ყველაფერს აანალიზებს და ყველაფერს სხვაგვარად ხედავს ადამიანი. მეც, ფიქრით, სულ წარსულს ვებღაუჭები, სულ რაღაც მინდა, რაღაც მიჭირს, რაღაცის შიშიც მაქვს და რაც მთავარია, გარდასულ დღეთა მოგონობების ტკივლი მახრჩობს. როცა ახალგაზრდა ვიყავი, არ ვიცოდი, თუ როგორ ეგუებოდნენ ადამიანები დედის დაკარგვას, როგორ აგრძელებდნენ ცხოვრებას მის გარეშე. ყოველთვის წარმომედგინა და მეგონა რომ მე, დედა სულ ცოცხალი მეყოლებოდა, არასოდეს მომიკვდებოდა და არასოდეს მის გარეშე ცხოვრებასთან შეგუება არ დამჭირდებოდა… – ნეტავ, ყველანი ასე ფიქრობდით? არასოდეს არ მინდა გავიხსენო ის წუთი და წამი, როცა მისი გარდაცვალების შესახებ მაცნობეს და თანაც სად?! შორს, ისე შორს ვიყავი იმ დროს რომ ვერც კი შევძელი მასთან მისვლა, ვერ შევძელი ბოლო წუთებში მის გვერდით ყოფნა… ვერც ის შევძელი, 11 წლის მანძილზე თუნდაც ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მენახა დედა! ეს მოუშუშებელი ტკივილი მხოლოდ ჩემშია და სანანებლად მთელი ცხოვრება გამყვება ალბათ… ვერ გამიგია, ასე გამუდმებით რატომ ჩამესმის ყურში მისი ხმა, თითქოს მეძახის და თან რა ტკბილად მეძახის… – მადო, დე, როდის ჩამოხვალ შვილო, როდის? – შენ გენაცვალოს დედაშენი დეეე… ეს სიტყვები, მოსვენებას მაკარგვინებს… როგორ მინდა, ისევ ისე ”სკაიპიდან” მიყურებდე და გეფერებოდე, ჩემო უტკბილესო და უიშვიათესი თვისებების მატარებელო დეეე… რამდენი სათქმელი დღემდეც უთქმელი მაქვს დეეე… დედა, ერთხელ თბილისიდან რომ ვბრუნდებოდი, შემთხვევით ერთი ნაცნობი ქალბატონი დამემგზავრა და საუბარში ჩუმად შემომაპარა: – მადონა, თქვენს ოჯახზე წიგნი შეიძლება დაწეროს ადამიანმაო. – რატომ მეთქი რომ ვკითხე, იცი რა მიპასუხა? – მე, მსგავსი ბუნების ადამიანი, ისეთი როგორიც დედაშენია არ მინახავსო. ღვთისმშობელს შეგადარა და შენი მოთმინება, შენი ადამიანობა, შენი სულგრძელობა ასე შეაფასა. დღეს, უფრო მეტად მეტირება მის სიტყვებზე. მართლაც საოცარი იყავი ყველასა და ყველაფრის მიმართ, მაგრამ ვაი რომ აღარ მყავხარ, ვაი რომ მეც ნელ ნელა შემაგუა დრომ უშენობას. ეს, ბუნების კანონი ყოფილა და ვერსად გავექეცი. დრო კი, დაუნდობლად გარბის. მეც ნელა ნელა ვუახლოვდები აღსასრულს და ვცდილობ, რომ როგორც შენი სულის ნაწილი-არ შევრცხვე. მინდა, ისევ ისეთივე, უცვლელი მადონა დაგიბრუნდეთ. მინდა, პირველ რიგში შენს, ჩემი დემურისა და ჩემი ლერის საფლავზე მოსვლის არ შემრცხვეს, იქნებ, იქ მაინც ვიჯერო მონატრებული, დამძიმებული ტირილით გული, იმ მიწას მოვეფერო, რომელიც 11 წელია ასე ძალიან მტკივა და მენატრება. ნათელი თქვენს უბოროტო სულებს ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო ტკივილადქცეულო დედავ!– ==სიცოცხლე გრძელდება–ტკივილი ნელდება–დარდი და ნაღველი კი უსასრულოდ გრძელდება…== ყველაზე მეტად მტკივა და მეწვის ჩემი ცრემლის გარეშე ..შორიდან დატირებული,11 წლის მონატრებული 3 უსაყვარლესი ადამიანი მეუღლე..სიძე და ჩემი უთბილესი დედა…ამასაც ცხოვრება და არსებობა ჰქვია განა?????

loading...

Comments on Facebook