SHARE

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ მოქალაქეებს დანაზოგის შექმნის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

“აქ საქმე ეხება ფუნდამენტურ გრძელვადიან რეფორმას, რომლის მიზანია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის საკითხის დარეგულირება. სწორედ ეს მიზანი აქვს მთავრობას, რომელმაც სიღრმისეულად მოამზადა ასეთი ამბიციური პროექტი.

loading...

მართალია არის საკითხები, რომლებიც შესაძლოა გახდეს მსჯელობის საგანი, თუმცა, მთავრობასთან ერთად, პარლამენტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ ეფექტური კანონი.

ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ ჩვენს მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა შექმნან დანაზოგი, რომელიც იქნება დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული”, – აცხადებს ოხანაშვილი.

loading...

Comments on Facebook