SHARE

“ფეისბუქის” მესინჯერის მომხმარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ, ჰაკერების მსხვერპლი რომ არ გახდნენ.

იმის გამო, რომ მესინჯერის ხმარება “ფეისბუქის” პროფილის ქონის გარეშეც არის შესაძლებელი, კიბერდამნაშავეები მესინჯერში ქმნიან ყალბ ანგარიშებს, რეალური ადამიანების სახელებითა და გვარებით. მათი დარეპორტება კი შეუძლებელია.

loading...

“ფეისბუქის” გუნდში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც “ფეისბუქის” მომხმარებლებს კიბერდამნაშავეები მათი მეგობრების სახელითა და გვარით შექმნილი მესინჯერის ანგარიშით წერდნენ და თანხას სთხოვდნენ.

“ეს ჩვენი წესების საწინააღმდეგოა და ვმუშაობთ, რომ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ,” -განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა მედიასთან.

loading...

Comments on Facebook