SHARE

მსახიობი და უფლებადამცველი რომელიც ამავდროულად გარკვეულ საქველმოქმედო ღონისძიებებშია ჩართული, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აღშფოთებული წერდა:

«ბოლოდროს ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოსიუჟეტები, სადაც საუბარიაოჯახების უკიდურეს გაჭირვებაზე და გაუსაძლის მდგომარეობაზე, რამდენიმე ასეთი ოჯახის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყოგარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ავანტიურა…»

loading...

«ალია» მამუკალომაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ყოყმანის შემდეგ დაგვთანხმდაინტერვიუზე:

– რა იგულისხმეთ, მამუკა, და თქვენ რა შეხება გაქვთ რომელიმე ფონდთან?

– არა, მე ამჟამად არცერთი ფონდის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ წლების წინათ საქველმოქმედო საქმიანობასწორედ ერთ-ერთ ფონდთან თანამშრომლობით დავიწყე, არ მინდა დავასახელო ეს ფონდი, საკმაოდ ცნობილიფონდია. როცა დავინახე, რა ხდებოდა, როგორ მანიპულირებდნენ ამ გაჭირვებული ბავშვებით და საერთოდისეთებს კადრულობდნენ, რომ მე ჯერ გავაპროტესტე ეს ყველაფერი და შემდეგ დავტოვე ეს ფონდი. ახლა რასაცვაკეთებთ, ეს ჩვენი კეთილი ნებით ხდება და არ ვახმოვანებთ, რათა არ ჩამეთვალოს იმაში, რომ თან სიკეთესვაკეთებ და თან ამაზე ვყვირი ხმამაღლა, ხომ გესმით…

– მაინც რაში გამოიხატებოდა ის, რომ თქვენგან ნახსენები ფონდი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა?

– ძალიან ბევრი ნიუანსი იყო. მაგალითად, ერთ ზაფხულს ქველმოქმედების ფარგლებში გაჭირვებული დამზრუნველობას მოკლებული ბავშვები წაიყვანეს დასასვენებლად ბორჯომში, პანსიონატში, სიაში მოხვედრილიბავშვების დედმამიშვილებიც წაიყვანეს, მაგრამ მათ ფული გადაახდევინეს, ეს თუ საქველმოქმედო აქცია იყო, არცმათ უნდა გადაეხადათ ხომ? მერე იქ თურმე ბავშვებს საკვებს აკლებდნენ, პურს უთვლიდნენ ამ საწყალ ბავშვებს, წარმოგიდგენიათ? თურმე ნახევრად მშივრები დგებოდნენ მაგიდიდან, ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ ამბავშვებისთვის ერთ მშვენიერ დღეს ყუთები დაუჭერინებიათ და დაუყენებიათ სხვადასხვა ადგილებში, რომმოწყალება ეთხოვათ. როდესაც ეს გავაპროტესტე, როგორ, ამ ბავშვებს თავიანთი გასაჭირი ეყოფათ და ესყველაფერი მათ უფრო დათრგუნავს-მეთქი, მიპასუხეს, რა უჭირსო, ტურისტები იყვნენ, ბევრმა გაიღო ფული და რამოხდა მერეო. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დავტოვე ეს ფონდი…

– სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებზე წერდით, როცა გადავამოწმეთ, სულ სხვა რეალობა აღმოჩნდაო, უფრო კონკრეტულად?

– დიახ, ამ გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოებში, სადაც უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ და ა.შ. მეც და ჩემმამეგობრებმაც, რამდენიმე კონკრეტული ოჯახი რომ გადავამოწმეთ, სულ სხვა რეალობა დავინახეთ. ყველაზე ცუდიის არის, რომ ამ ყველაფრის გამო, მართლა რომ დახმარებას საჭიროებენ, ისეთი ოჯახები და ბავშვებიზარალდებიან. მაგალითად, ასე ქართლის ერთ-ერთ სოფელში ობოლი ბავშვებისთვის მიგვქონდა სისტემატურადრაც კი შეიძლებოდა მოგროვილიყო, სურსათი, ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ყველა საჭიროების ნივთი, მოგეხსენებათბევრი საზღვარგარეთიდან აგზავნის, ზოგს სულ არ აქვს ზედმეტი და თავად იკლებს. აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებისბებია, ყიდდა მერე ამ ყველაფერს, ანუ მას არ სჭირდებოდა და მაინც ითხოვდა, ბავშვების სახელით სპეკულირებდა. საახალწლოდ ნაძვის ხე წავუღეთ, შემდეგ ჯერზე ისევ არ ჰქონდათ ეს ნაძვის ხე. მერე, რომ დავფიქრდით, ჩვენპირადად ყოველ წელს ახალ-ახალ ნაძვის ხეს ჩვენთვის ვერ და არ ვყიდულობთ ხომ? და მერე გავიგეთ, რომ ესქალი ამ ნაძვის ხეებსაც ყიდდა. აი, ასე, და მრავალი სხვა მაგალითი. თქვენ იცით, რომ სოციალური დახმარებისპროგრამაში ისეთი ოჯახები არიან ჩართულები, ვინც სინამდვილეში არ საჭიროებს დახმარებას და ეს ყველაფერიკარგად შესამოწმებელ-დასარეგულირებელია.

– თქვენ თქვით, რომ აი, იმ კონკრეტული ვიდეოების უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან და მაინცრომელი პარტია იგულისხმეთ?

– მე ვერაფერს ვამტკიცებ, თუმცა საუბარია «ევროპულ საქართველოზე», რომ სწორედ ესენი დგანან ამ ვიდეოებისუკან, ეს თუ სხვა პოლიტიკური ძალები, ფაქტია, კარგად იყენებენ ამგვარ ოჯახებს. დიახ, ფეისბუკზეგავრცელებულ ვიდეოებში, სადაც სულისშემძვრელადაა აღწერილი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისმდგომარეობა და ბევრ ვიდეოში ბავშვებს ხელოვნურად ატირებენ და ალაპარაკებენ, აი, რამდენიმე გადავამოწმეთდა არც ისეთი საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა, ანუ ზემოთ რომ ფაქტი მოვიყვანე, დაახლოებით მსგავსი, არადარამდენია სინამდვილეში, საჭმელი რომ ენატრება და თბილი ტანსაცმელი და ელემენტარული რამეები? გასაგებიადა ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რაც შეიძლება გაამძაფრონ ქვეყნის საერთო სოციალურიმდგომარეობა, ანუ ამასაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რაც ამაზრზენია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში მართლაც ბევრი ოჯახია და ბევრი ბავშვია, ვისთვისაც რასაც გავიღებთადამიანები, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვიდეოებს დააკვირდით, როგორ მომრავლდა, თითქოსარსაიდან და ეს ხელოვნურობა ადამიანებს სურვილს უკარგავს, დაეხმარონ გაჭირვებულებს. ეს სხვადასხვაფონდები კიდევ… ხშირად გახმაურებულა სკანდალები მათზე, ყველაფერი ეს იწვევს უნდობლობას, ამიტომ არ ვიციახლა, თუკი სიღარიბეზეც მდიდრდებიან გარკვეული ადამიანები ამ ქვეყანაში, საერთოდ რა უნდა ვიწამოთ…

სრული ვერსიის ნახვა alia.ge

loading...

Comments on Facebook