SHARE

არა მგონია იყოთ ისეთი უსისხლო
ამას რომ წაიკითხავთ თვალზე ცრემლი არ მოგადგეთ და სირცხვილმა არ შეგაწუხოთ
ან არ ჩაფიქრდეთ და არ იზრუნოთ კარგ მომავალზე
————————————————————————-
ყველა ქართველი კაცის შვილსა და შვილიშვილს, მასთან ერთად შვილთაშვილებსაც..
ჩემი მუდარაააა
ჩემი თხოვნაა
ჩემი ვედრებაა
დაჩოქილი
თვალში ცრემლის უზღვავ ნაკადით
გთხოვთ
თან და თანობით გამოგეცალათ უფროსები
თან და თან გამოგეცლებით ჩვენც
ჩვენს შემდეგ ოჯახის სათავეები გეკისრებათ თქვენ
შვილებს
შვილიშვილებსა და
შვილთაშვილებს.
ოჯახი სადაც კაცი არ ვარგა
ოჯახი სადაც ცოლ-ქმრობა
ოჯახი სადაც მამა შვილობა
ოჯახი სადაც ნათესაობა სათუთი,მყარი და საფუძვლიანი არ არი და კაცი მის სიმაღლეზე არ დგას, ის ოჯახი ვერ იქნება ვერასოდეს.
იმ ოჯახს ყველა დაჩაგრავს
ყველა ცუდად მოიხსენიებს და კეთროვანივით დაუწყებენ ცქერას, რაც საოცრად დააზარალებს თქვენს მომავალ თაობებს
თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს
ბედნიერია ის ოჯახი სადაც კაცი თავისი კაცურ კაცობით,
თავისი ვაჯკაცობით
თავისი ადამიანობით
საძირკველს უმაგრებს ოჯახს და თავისი საქციელით ღირსეულს ხდის მას.
თუ თქვენ კაცებად არ ივარგებთ და არ გამოფხიზლდებით,
ჩათვალეთ რომ თქვენი შვილები დაიჩაგრებიან თქვენი არა კაცობით და ვერასოდეს წელში გამართულნი ვერ ივლიან.
არასოდეს ეყოლებათ ისეთი მეგობარი ვინც მათ გარემოცვაში ისურვებს ყოფნას
დაუკარგავთ შვილებს ცხოვრების ინტერესს
ჩაუნერგავთ ბოროტებას, სიძულვილს და აქცევთ მათ უარეს არაკაცებად
აი რა შეიძლება გამოიწვიოს მამის ..მშობლის უვარგისობამ და არა კაცობამ..
ამიტომ მოგწერეთ ეს ყველაფერი რომ გონს მოეგოთ და იზრუნოთ მომავალზე
იფიქროთ კარგზე და გადაარჩინოთ ოჯახები, გვარი განადგურებას
შეუნარჩუნეთ ის სახელი ოჯახს,რა სახელითაც ცხოვრობდა თქვენი წინაპარი იმ ფუძეზე სადაც თქვენ დააბიჯებთ დღეს, რადგან მათ ეს სიყვარული, პატივისცემა და დაფასება საფლავშიდაც კი გაიყოლეს.
კაცი მაშინ ვარგხარ რა სახელს დატოვებ და როგორ მოგიხსენიებენ გარდაცვალების შემდეგაც..
ის კი არა ვინმემ საფლავშიდაც რომ არ დაგაყენოთ გინებით?
პირიქით
თქვენმა დატოვებულმა კაცურმა ცხოვრებამ საუკუნეებს უნდა გაუძლოს
გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი გთხოვთ!!!!!
რომ თქვენი შვილები მაინც იყოს ბედნიერი რა მოხდება და ნუ გახდით თქვენს ჯიშს ვინმეს საქილიკოს და დასაცინს .
ნუთუ ასე ძნელია ეს?????
მე მანადგურებს ამაზე ფიქრი და ვიცი საფლავშიდაც არ მომასვენებს თქვენზე ჯავრი
ეს ჩემი თქვენდამი უკანასკნელი ბარათია
ანდერძის სახით
ბედნიერ მომავალს , ჯამრთელ სიცოცხლეს და
ბედნიერ ოჯახებს გისურვებთ ჩემთვის ნაცნობო თუ უცნობო შვილებო
შვილიშვილებო და
შვილთაშვილებო
მიყვარხართ
მე მტკივა თქვენი ყველას ტკივილი
მე მხოლოდ ბედნიერს და ჯამრთელებს მინდა გიყუროთ
მე მინდა რომ ივარგოთ კაცებად
არ მინდა რომ იყოთ არაკაცები
მორფინისტები
ქურდები და
კაცთ მოძულნე
რაც ნამდვილად არ გეპატიებათ
რაც ნამდვილად სიცოცლეს ვერ გაგიხანგძლივებთ და დაღუპავთ არა მარტო თქვენს თავს, არამედ ოჯახებს..
მშობლებს
და რაც მთავარია გასაცოდავებულ, გაუბედურებულ, უპატრონოდ დატოვებთ შვილებს
დროა გამოფხიზლდეთ და შეიგნოთ რაც ხდება თქვენს ირგვლივ .. გ თ ხ ო ვ თ= გთხოვთ =გთხოვთ
ნუ გამატნევთ საფლავში თქვენს დარდს დღევანდელო მშობლის სიყვარულს მოკლებულნო ახალგაზრდებო !!!!!!! იმას რომ დედები გვერდით არ გყავთ ნუ გამოიყენებთ ბოროტად ამ წლებს და უარესს საგონებელს და სადარდელს ნუ გაუხდით მშობელს სხვის მიწაზე ისედაც ტანჯულ ცხოვრებას..კარგად იცით თქვენი საარსებო მინიმუმისთვის, თქვენ რომ კარგად ჰყავდეთ ამიტომ უწევთ ამდენი ტკივილის ატანა და ნუღარ დაუმძიმებთ უარესად სულს..და კიდევ ნუ იქნებით უმადური შვილები. დაუფასეთ დედებს ეს თავგანწირვა და ილოცეთ მათთვის, რომ დროულად დასრულდეს ეს ჯოჯოხეთური წლები, რომ კვლავინდებურად გულში ჩაგეკრეთ და ხმამაღლა ვიყვიროთ რომ ჩვენ დავბრუნდით, ჩვენ ისევ ერთად გვაქვს მყარი ძლიერი სიყვარულით გამთბარი ცხოვრება ძველებურად, ახლიდან და დაუსრულებლად. რაც მთავარია უმორჩილესად გთხოვთ გაუფრთხილდით უფლისგან ნაბოძებ სიცოცხლეს, საჭესთან მჯდომ ახალგაზრდებს გთხოვთ ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს, იარეთ ფრთხილად მხოლოდ ფხიზელ, არა ნასვამ მდგომარეობაში, რადგან სიცოცხლის ფასი ქვეყნად არაფერია და გაუფრთხილდით მას..
გაუფრთხილდით მშობლებს და ოჯახებს.
ვაჯკაცებად დაბადებულნო ქართველნო ივაჟკაცეთ
გთხოვთ
გემუდარებით
გიჩოქებთ და ა ა ა ა ა
მონატრებულ გულში გიკრავთ შორეული საბერძნეთიდან
ნუ ამოატრიალებთ საფლავებში თქვენს სანაქებო წინაპრებს თქვენი არა კაცობით გთხოვთ..
უფალი გფარავდეთ ყველა მოზარდს ვისთვისაც სიცოცხლე,ოჯახი და მშობლები ძვირფასია და ოდნავ მაინც პატივს თუ სცემს მათ…

მადონა კისკეიძე

loading...

loading...

Comments on Facebook