SHARE

სამოწყალოდ ქუჩაში გამოსული მოხუცის დანახვაზე საშინელი, ალბათ ძალიან ცოტა რამაა. ამ დროს უმწეობის, დაუცველობის შეგრძნება ეუფლება ადამიანს. მაგრამ ისტორია, რომელიც ნათია კ.-მ გაასაჯაროვა საკუთარ ფეისბუქგვერდზე, გამაოგნებელია. მოხუცის დასახმარებლად ის საზოგადოებას მიმართავს:

“ვფიქრობ, პირველად ვარ სიტუაციაში, როცა არ ვიცი რა ვქნა (ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე არაფერია დამოკიდებული).
გუშინ სამსახურის შემდეგ ჩავდივარ მეტროში, ვჩქარობ და გაქცეულს მაბრუნებს მოხუცი დაახლოებით 70-წლის ქალბატონი. მკითხა, დასარეკი თუ მქონდა მკითხა და ,,შვილთან” დარეკა.
პირველი ის გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაიმე დიდი დანაშაული მიუძღოდა მის წინაშე და დარეკვისაც კი ეშინოდა, ხმა და ხელები უკანკალებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონს არ ესმოდა, ჩავრთე ხმამაღალი რეჟიმი. გავიდა რამდენიმე ზარი და მესმის ქალის არაადეკვატური ხმა: – ალოო!!!

loading...

მოხუცი თითქოს უფრო შეშინდა და დაიწყო გარკვევა, უნდოდა თუ არა მის შვილს ნინოს წამალი. ეუბნებოდა, რომ ახლა მორჩა (რას ჯერ არ ვიცოდი) და სახლში მიდიოდა, აინტერესებდა წაეღო თუ არა წამალი, ის კი იქიდან ღრიალებდა, რომ ტვინს დაანთხევინებდა. გამვლელი ხალხის დიდი ინტერესის გამო ჩავუწიე ხმას და ახლა უკვე აღარ მესმოდა მისი საუბარი.
დაახლოებით 7-8 წუთი ისაუბრეს, რა დროსაც მოხუცი უკვე ტიროდა და ეუბნებოდა, მასე თუ მომექცევი საჭმელს და წამალს

კარებთან დავტოვებ და წამოვალ, სახლში ვერ შემოვალო. ბოლოს თითქოს თხოვნაზე გადავიდა და ეკითხებოდა, რა ვქნა მოვიდე სახლშიო? ისე ანერვიულდა, გამოვართვი ტელეფონი გავთიშე და ვთხოვე აეხსნა რა ხდებოდა, მაგრამ უკვე თვითონ გადმორეკა და მე ვუპასუხე.
ვკითხე რა უფლებით უყვიროდა და ემუქრებოდა და პასუხი იყო არაადამიანური ხმით: – გოგონი, შენ არავინ გეკითხება და “მაგას” (დედას) მიეცი ტელეფონი.
და კვლავ დაიწყო მოხუცმა ქალბატონმა იმის გარკვევა და თხოვნა, რომ სახლში მისულს არ ეჩხუბოს, რადგან მხოლოდ 50 ლარი აქვს.

მეგონა, რაიმე მედიკამენტი სჭირდებოდა მის შვილს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰყავს ნარკოდამოკიდებული 39-წლის გოგო, რომელიც დედას აიძულებს მეტროსთან იმათხოვროს და წამლის ფული მიუტანოს, ასევე აქვს დაკარგული ფეხსაცმელი, რომელიც თურმე 200 ლარი ღირდა და ან ფეხსაცმელი უნდა იპოვოს დედამ ან ორასი ლარი იშოვოს საიდანაც უნდა.

ამ დროის განმავლობაში მოხუცს ერთხელაც არ შემოუხედავს თვალებში, ტირილნარევი ხმით, თავდახრილი და უდიდესი სირცხვილით მიყვებოდა ამ ყველაფერს. თან არ უნდოდა ჩემი გაშვება და თითქოს ყველა სიტყვით მაკავებდა. ვერ მივხვდი, რა გამეკეთებინა. სოციალური მომსახურების სააგენტოზე ვიფიქრე, მაგრამ უკვე ცხრის ნახევარი ხდებოდა, პოლიციაში წასვლა შევთავაზე, რაზეც მიპასუხა, რომ პოლიცია რომ ჩარიოს, უბრალოდ გააფრთხილებენ და მერე ღამე ყელს გამომჭრისო. ხვალ სამი საათიდან ვიქნებიო ისევ მეტროსთან, მანამდე კაცი მათხოვრობს იმ ადგილზეო. ფაქტობრივად მთხოვა, მოდიო. მოვალ-მეთქი, ვუთხარი და რამე მოვიფიქროთ, მაგრამ პირველად არ ვიცი, რა გავაკეთო.

ვის შეიძლება მიმართოს ქალბატონმა, რომელიც დიდი გაჭირვებით გადაადგილდება, ალბათ რამდენი მედიკამენტი სჭირდება, ის კი სრულიად არაადეკვატური შვილის დაძალებით წვიმაში ზის და მათხოვრობს. ალბათ სიყვარულიც როგორ სჭირდება და როგორი იმედით მელოდება დღეს სამ საათზე.
მთელი ღამე არ დამაძინა იმაზე ფიქრმა, როგორ მივიდოდა სახლში… რა ხასიათზე დახვდებოდა ის გოგო, შეიძლება ფიზიკურადაც გასწორებოდა და მერე მოიკუნტებოდა მოხუცი ლოგინში, სულიერად მკვდარი, ალბათ მშიერიც (ნუ თუ შევიდოდა საერთოდ ნაქირავებ სახლში და ქუჩაში არ გაათევდა ღამეს) და აქვს პატარა იმედი ჩემი მისვლის. სამჯერ გაიმეორა, რომ ნათია მქვია და არ დაავიწყდება…

ასეთ საკითხებში კომპეტენტური ადამიანის რჩება მჭირდება, შეიძლება რამე გაკეთდეს, თუ ერთ დღეს, როდესაც იმდენი კეთილი ადამიანი არ გაივლის და დედის მიტანილი თანხა ეცოტავება მის შვილს, მართლა აასრულებს დანაპირებს და “ტვინს გაასხმევინებს”!!!
თეკლა ჟვანია

loading...

Comments on Facebook